ტონგი ვილიამ
ტონგი ვილიამ

ტონგი ვილიამ (Tong William) თსუ–ის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სან დიეგოს სახელმწ. უნ-ტის (აშშ) პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (06.XI.2017).

ტ. ვ.-ს აიოვას სახელმწ. უნ-ტში მიენიჭა დოქტორის ხარისხი (1984). იგი აშშ-ის ოუქ რიჯის ეროვნული ლაბორ. ენერგიის დეპარტ. სწავლობდა პოსტდოქტორანტურაზე (1984-1985). მეცნიერის კვლევის საკითხებია: ახალი ლაზერული მეთოდები, ოფთოელექტრონიკა, მიკროფლუიდები, მიკროჩიპები, ლაზერული ნანოსისტემები.

ტ. ვ. სან დიეგოს სახელმწ. უნ-ტში სხვადასხვა დროს იკავებდა შემდეგ აკადემიურ პოზიციებს: ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, (1985-1898), ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის პროფესორი (2005), კამპანილის ფონდის საბჭოს დირექტორი (2006-2012), ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვ.  (2013), კამპანილის ფონდის ლიდერთა საბჭოს წევრი (2015). იგი იყო მოწვეული პროფესორი ოქსფორდის უნ-ტსა (1993) და მაქს პლანკის კვანტური ოპტიკის ინ-ტში (1993).

ტ. ვ. მრავალი ჯილდოს მფლობელია: ლიდერთა ჯილდო პრეზიდენტისგან (სდსუ, 2008), კვლევითი ჯილდო (ალბერტ ჯონსონის უნ-ტი, 2005), მეცნიერის ჯილდო ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოებისგან (2003), ჯილდო განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (სდსუ, 1991).

პროფესორი ტ. ვ. 21 სადოქტორო და 25 სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელია. გამოქვეყნებული აქვს 90 კვლევითი ნაშრომი. იგი 5 პატენტის ავტორია.