-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი ასოცირებული პროფესორი
თომაშვილი ნინო ნიკოლოზის ასული (15.III.1947, თბილისი - 2.XI.2021), ფილოსოფოსი და ლოგიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს.-ფსიქოლ. ფაკ-ტი (1977). ფილოს. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,ენის გნოსეოლოგიური ფუნქცია“ (1994). სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ისა და საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტში (ამჟამინდელი სახელწოდება: ს. წერეთლის ფილოსოფიის ინ-ტი). იყო თსუ-ის ლოგიკის კათედრის დოცენტი (1998-2006), ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2015-21). პარალელურად, როგორც მიწვეული ლექტორი, მოღვაწეობდა თსუ-ის სოც. და პოლიტ. მეცნ., ასევე ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტებზე (2008-დან) და საქართვ. საზ-ებრივ საქმეთა ინ-ტში (GIPA, 2011-12). თ. ნ. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ს. წერეთლის ფილოსოფიის ინ-ტში: იყო დირექტორის მოადგილე (2002-2005); თეორ. ფილოსოფიის სექტორის გამგე და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (2005-2006); თეორ. ფილოს. და ლოგიკის განყ-ების უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-10); იყო ილიას სახელმწ. უნ-ტის ს. წერეთლის ფილოსოფიის ინ-ტის ასოცირებული მკვლევარი (2010-2011); მუშაობდა გამოცდების ეროვნ. ცენტრში ზოგადი უნარების საგნობრივი ჯგუფის ლოგიკის სპეციალისტად (2012). მისი სამეცნ. კვლევის სფეროა თეორ. ფილოსოფია, ლოგიკის ისტორია, ენის ფილოსოფია და კრიტიკული აზროვნება. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ლოგიკის სწავლების მეთოდიკის განვითარებასა და ზოგადი უნარების ლოგიკური ნაწილის ფორმირებაში.
თხზ.: თომაშვილი, ნ. (2014). ლოგიკა და კრიტიკული აზროვნება მოზარდთათვის. თბ., მერიდიანი, ISBN:9789941042348; თომაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2016). ენა, კულტურა, ფილოსოფია. თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941252150; თომაშვილი, ნ. (2021). ლოგიკა. თბ., Carpe diem, ISBN: 9789941139048.