-
ავტორი
- კატეგორიები: თურქოლოგი მთარგმნელი პუბლიცისტი
ტომარაძე ქეთევან ვლადიმერის ასული (02. VII. 1948, თბილისი), თურქოლოგი, თურქ. ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი. დაამთავრა თსუ (1974). არის გ.წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1974-2000); თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ.-ტის პედაგოგი, საგანი-თურქ. ლიტერატურა (1992-2001); უნ-ტი „გეორგია“ თურქ. ენის პედაგოგი (1991–1997); აზიისა და აფრიკის ინ-ტი, თურქ. ენის მასწავლებელი (1992 -1997); ინფორმატიკის კოლეჯი - ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებელი (1992-1993); საქართვ. პარლამ. განათლების, მეცნ. და კულტურის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი (1996-2025); საქართვ. განათლების სამინისტროს საშ. და უმაღლ. განათლების გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის კონსულტანტი (2001-2002); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემია, ჟურნ. „მაცნეს“ რედაქტორ-სტილისტი (1925); საზ. გაერთიანება „მითიური კოლხიდა“ – თანადამფუძნებელი, თანათავ-რე (2015-დან); საზ. გაერთიანება „საქართვ. ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ – თანადამფუძნებელი, თანათავ-რე (2019-დან); უსაფრთხოებოს სფეროს მკვლევართა ასოციაციის საბჭოს წევრი (2020-დან). ტ. ქ. დაჯილდოებულია ეროვნ. ლიტ. პრემიით „ოქროს კალამი“ მთარგმნელობითი საქმიანობისთვის (2019, მოსკოვი). ტ. ქ.-ის კვლევის სფეროებია: ძვ. და თანამედროვე თურქ. ლიტ-რა, ძვ. და ახ. ქართ. მწერლობა, განათლების, ხელოვნების და კულტურის აქტუალური საკითხები, მიმდინარე პოლიტიკის საკითხები. ტ. ქ.-ს მიერ განხორციელებული პროექტებია: მხატვარი „შალვა ჩიქოვანი“ ორენოვანი ინგლ.-ქართ. ალბომის შემდგენელი, ტექსტის ავტორი; „ცისფერ გალერეაში“ გამოფენის ორგანიზატორი, პროექტი განხორციელდა საქართვ. კულტურის სამინისტროს დაფინანსებით (2000); „რობერტ კაპა საქართველოში“, ორენოვანი კატალოგის შემდგენელი და გამოფენის ორგანიზატირი შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში, რ-იც განხორციელდა აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით და საქართვ. პრეზიდენტის, ედ. შევარდნაძის მხარდაჭერით (2001); „მხატვარი რენო თურქია“ - იდეისა და პროექტის ავტორი, კატალოგის შემდგენელი, ტექსტის ავტორი, საგამოფენო დარბაზ „მუზაში“ გამოფენის ორგანიზატორი, ასევე საქართვ. პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და საპატრიარქოს ჩართულობით (2005); „ჩვენ ვიხსენებთ“-მხატვარ გაიანე ხაჩატურიანის მოგონებების საღამო, ეროვნული ბიბლიოთეკა (2014); გ. ხაჩატურიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი გრაფიკული ნამუშევრებისა და პირადი ფოტოების გამოფენა: „გაიანე სხვადასხვა ფოტოხელოვანთა შემოქმედებაში“(2010); ი. მეჩითოვის მიერ გადაღებული გ. ხაჩატურიანის ფოტოების კატალოგის შემდგენელი, შესავალი წერილის ავტორი (2024). მისი ნაშრომებია: „პოეტის დაბრუნება: (ნაზიმ ჰიქმეთის შემოქმედება)“ (2007); „მისი ცხოვრება იყო სცენა, თამაში, რეჟისურა: ნაცნობი და უცნობი ფარაჯანოვი“ (2022); „ამბავი „დაუმცხრალთა ტომის სამყოფელისა“ (2025),
თხზ.: ტომარაძე, ქ. (შემდგენელი). (2001). თურქულ-ქართული ლექსიკონი. სტამბოლი; ტომარაძე, ქ. (შემდგენელი). (2020, 2021). რეპრესირებულთა ჩანაწერები. თბ., ISBN 9789941964077.
თარგმ.: ტომარაძე, ქ. (მთარგმნელი). (2008). ორჰან ფამუქი. თეთრი ციხესიმაგრე: რომანი. თბ., ინტელექტი, ISBN 9789941402036; ტომარაძე, ქ. (მთარგმნელი). (2021, 2022). დადეშქელიანი კატი. თავადის ქალი მუნდირში : [მოგონებები]: სასაჩუქრე გამოცემა. თბ., სეზან ფაბლიშინგი, ISBN 978994185100.