- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
თოლორდავა ჟანა კონსტანტინეს ასული (13.XI.1945, ზუგდიდი), ეკონომისტი, ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის, იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიული მეთოდების საუნივერსიტეტო სასწ.-სამეცნ. ცენტრის დამფუძნებელი და მეცნიერ-ხელმძღვ. თ. ჟ.-მ ზუგდიდის მე-5 პოლიტექ. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ლენინგრადის ტექნ. ინ-ტის, საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტის ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით (1964-1969); იმავე ინ-ტის ასპირანტურა, ეკონ. მეცნ. კანდ. კვალიფიკაციით (1971-1974), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „შრომის მწარომებლურობის კვლევა ქიმიური მრეწველობის საწარმოებში“, დაამთავრა სსრკ განათლების სამინისტროს უმაღლ. განათლების კვლ. ინ-ტის სწავლების ახ. მეთოდებისა და საშუალებების ფაკ-ტი, კვალიფიკაციით „სწავლების აქტიური მეთოდებისა და საქმიანი თამაშების სპეციალისტი“ (1982-1983). მუშაობდა: თსუ-ის მრეწვ. და სას.-სამ. ეკონომიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე (1981-დან); იყო საერთაშ. ბიზნესის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-2012); კითხულობდა ლექცითა კურსს: „ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები“, „საქმიანი თამაშები“, „ბიზნეს კონსალტინგი“. თ. ჟ.-ს გამოქვეყნებული აქვს 160-მდე შრომა, აქედან 10 მონოგრაფია და სახელმძღვანელო, 6 ბროშურა და სამეცნ. სტ.: ეკონომიკის; ბიზნესის; ბიზნეს კონსალტინგის; საქმიანი თამაშების; იმიტაციური მოდელირების; მენეჯმენტის; ეკოლ. პრობლემებისა და მდგრადი განვითარების; გლობალიზაციის; ციფრული საგანმან. ტექნ. და სხვ. საკითხებზე, რ-იც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში, საბერძნეთში, ბელგიაში, გერმანიაში, ესპანეთში, რუსეთში, პოლონეთში, რუმინეთში, მოლდავეთსა და ლიტვაში. მონაწილეობდა საერთაშ. (62), საკავშ. (12) და რესპ. (14) კონფერნციებში. თსუ-ის ცენტრის იმიტაციური მოდელები შესულია საერთაშ. კატალოგებში და რეკომენდირებულია დასანერგად. თ. ჟ. არის ამ მოდულების მსოფლიო ასოციაციის ISAGA-ს წევრი, ევროპაში მოპოვებული აქვს ორი ვერცხლის ჯილდო და სერტიფიკატები. ამ მიმართულებით გამოქვეყნდა 3 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო (მაღალი ციტირების ინდექსით) და 66 სტ., მათ შორის: „Организация труда на лесной бирже“( Журн., Бумажная промышленность, №11, 1973); „О группировке лесных бирж целлюлозно-бумажных предприятий“ (Журн. Целлюлоза, бумага и картон, №35 1973); „Влияние качества древесины на производительность окорочных машин“ (Сборник научных трудов Внииба, вып. 64, 1974) „საქმიანი თამაშები და სიტუაციები“ (თსუ-ის სამეცნ. შრ. კრ. ეკონომიკა, 1986) „კადრების შერჩევის პრობლემა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში“ (თსუ-ის შრ,ს კრ., ეკონომიკა, მართვა, პროგნოზირება, 1993). ცენტრის ეგიდით სხვადასხვა წლებში თბილისში ჩატარდა საერთაშ. კონფერენციები და სემინარ-პრაქტიკუმები იტალიის, გერმანიის, ჰოლანდიის, საბერძნეთის, პოლონეთის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელთა მონაწილეობით. თ. ჟ.-ს სხვადასხვა ქვეყანაში, იტალიურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე წაკითხული აქვს ლექციები; მოიპოვა საქართვ. მეცნ. და ტექნ. დეპარტ. გრანტი „საერთაშორისო კონსალტინგი“ და „გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა"; იყო ხელმძღვ. საერთაშ. პროგრამის “Erasmus Mundus” პროექტისა “State Management and Humanitarian Affair” (სახელმწ. მმართველობა და ჰუმანიტარული საკითხები): რომის “La Sapienza”-ში, ბრიუსელის ევრ. უნ-ტში, ბუდაპეშტის კონვინუსის უნ-ტში, თსუ-ში. მისი თანაავტორიბით გამოიცა მონოგრაფია ორტომეულის სახით “International experience in simulation: economy and business, ecology, sociology“ („იმიტაციური მოდელირების საერთაშორისო გამოცდილება: ეკონომიკა და ბიზნესი, ეკოლოგია, სოციოლოგია“, 2012, 2013), რაზეც ცნობილმა საერთაშ. გამომც. „LAP LAMBERT“-მა მოითხოვა უფლებამოსილება მონოგრაფიის მათივე ხარჯებით გამოცემასა და მსოფლიოში გავრცელებაზე, რ-იც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაშრომია თავისი სიახლებით თეორ. და პრაქტ. გამოყენების თვალსაზრისით.
თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): Толордава, Ж. (1984). Деловые игры и активные методы обучения в высшей школе: монография. Тб., თოლორდავა, ჟ. (1996). სათამაშო იმიტაციურიმოდელირება და სწავლების აქტიური მეთოდები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; TГУ; თოლორდავა, ჟ. (1999). მმართველობითი კონსულტირების პრობლემები: (თეორია და პრაქტიკა): მონოგრაფია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; თოლორდავა, ჟ. (2009). კონსალტინგი საერთაშორისო ბიზნესში: სახელმძღვანელო. თბ., უნ-ტის გამ-ბა.