ტოკლიკიშვილი ზაზა ზაურის ძე (21.III.1969, თბილისი). ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1993). იყო თსუ ფიზიკის ფაკ-ტის დაბალი ტემპერატურების ფიზიკის ლაბორ. უმცროსი მეცნ. თანამშრომელი (2000-2006). არის თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის ფიზიკის მიმართულების არაწრფივი მოვლენების ფიზიკის კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2010-დან). 40-მდე სამეცნ. ნაშრომის თანაავტორი. ნაშრომების დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში. მათ შორის: „Fokker-Planck approach to the theory of the magnon-driven spin Seebeck effect“ (2013); „Stratonovich-Ito integration scheme in ultrafast spin caloritronics“ (2020); „Electrically controlled entanglement of cavity photons with electromagnons“ (2023); სამეცნ. ინტერესების სფერო ქაოსის თეორია, არაწრფივი მოვლენები, მაგნეტიზმი, არაწრფივი დინამიკა ოპტიკურ რეზონატორებში. დაიცვა დისერტაცია თემაზე: „დინამიური ქაოსის რეალიზაცია ზოგიერთ მაგნიტურ და ოპტიკურ სისტემაში“ და მიენიჭა აკად. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (2010).
თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ტოკლიკიშვილი, ზ. (თანაავტორი). (2017) ამოცანები სტატისტიკურ ფიზიკაში. სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941131257.