თოფურიძე მარინე ვახტანგის ასული
თოფურიძე მარინე ვახტანგის ასული

ოფურიძე მარინე ვახტანგის ასული (16.V.1948, თბილისი). დაამთავრა ქ. თბილისის #1 საშ. სკოლა, წარჩინებით (1966), შემდეგ თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, ექსპერ. ბირთვული ფიზიკის სპეციალობით (1971); მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში (1973-დან), შემდეგ თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომლად (1980-1993). თ. მ. არის 20-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. და  მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Interactions with Tungsten (A=184) in 2-GeV/Nucleon to 5-GeV/Nucleon Pulse Range“ (Sov.J.Nucl.Phys. 27, 540, 1978); Multiplicity, Momentum and Angular Distributions of Protons From the Interactions of PDα and C With Carbon at 4.2-GeV/c/nucleon Momentum“ (Z.Phys.A 328, 455-461, 1987); „Inelastic cross-sections and multiplicities of secondary charged particles produced in collisions of relativistic nuclei with carbon and tantalum at 2.3-A-GeV/c and 4.2-A-GeV/c“ (Sov.J.Nucl.Phys. 48, 301-305, 1988); თ. მ. იყო რამოდენიმე ადგილ.  საერთაშ. კონფერენციის მონაწილე, საერთაშ. სამეცნ. ცენტრების (Alma Ata-Budapest-Bucharest Varna-Warsaw-Dubna-Yerevan-Cracow-Moscow-Prague-Sofiya-Tashkent-Tbilisi-Ulan Bator) კოლაბორაციის წევრი.