თოფურია ვარლამ
თოფურია ვარლამ

თოფურია ვარლამ ტრიფონის ძე (08. I. 1901, სოფ. ონტოფო, აბაშის რაიონი — 21. VIII. 1966, თბილისი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ძვ. სენაკის სკოლაში. სწავლობდა ქუთაისის ქართ. გიმნაზიაში (1913-1918). თ. ვ.-მმა  წარჩინებით დაასრულა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი საენათმეცნიერო განხრით (1922). დაიწყო მეცნ. და პედ. მოღვაწეობა (1923-დან) და აქტიურად ჩაერთო ქართ. დიალექტების მასალების შეგროვებასა და დამუშავებაში (1922-1924). თ. ვ. მუშაობდა ლექტორად თბილ. ცენტრ. პედ. ინ-ტში (1923-1928). მან ჩააბარა სადოქტორო გამოცდები (1924 წელს), მოგვიანებით კი პროფესირებმა — აკაკი შანიძემ და გიორგი ახვლედიანმა — მიმართეს თსუ-ის პედ. ფაკ-ტს, რათა თ. ვ. მოეწვიათ მასწავლებლად შემდეგ საგნებში: ქართ. დიალექტოლოგიასა და ენათმეცნ. შესავალზე, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა (1925). თ. ვ. სწავლობს სვან. ენას (1925-1928). მან მაქსიმე ქალდანთან ერთად შექმნა სვან. ლექსიკონი (2000). იგი ქართ. საენათმეცნიერო საზ-ბის საბჭოს წევრია (1923-დან). ამავე წელს გამოაქვეყნა პირველი სამეცნ. გამოკვლევა („სინტაქსური ანალოგიის ერთი შემთხვევა ქართულში დიალექტების მიხედვით“) ჟურნ. „ჩვენი მეცნიერება“ (№1). იყო ქართ. საენათმეცნიერო საზ-ბის მდივანი (1929-1932). იგი დაამტკიცეს თსუ-ის დოცენტად (1930). შეიქმნა კავკ. ენათა კათედრა (1933) და თ. ვ. იყო ამ კათედრის წევრი, რ-საც დაევალა ლაკური ენის კურსის შექმნა და წაკითხვა. იგი შეთავსებით იყო შოთა რუსთაველის სახ. ელხის სწავლული მდივანი (1933-1936), ლექსიკოლოგიის სექციის ხელმძღვ. ქუთაისის პედ. ინ-ტის ქართ. ენის კათედრას ხელმძღვანელობდა (1933-1938). თ. ვ.-მა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სვანური ზმნა“ და მიენიჭა ფილოლ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1935). ამავე წელს დაინიშნა თბილ. სამასწავლებლო ინ-ტის რექტორის მოადგილედ, სადაც აგრეთვე ხელმძღვანელობდა ქართ. ენის კათედრას. იგი დაამტკიცეს პროფესორად (1936), იყო ლექსიკოლოგიის განყ-ბის ხელმძღვ. (1936-1941). იგი მიიწვიეს დაღესტნის პედ. ინ-ტში ლაკური ენის კურსის წასაკითხად (1939-1940). ენათმეცნ. ინ-ტში ის ინიშნებოდა  ქართველურ ენათა განყ-ბის გამგედ (იმჟამად — ნ. მარის სახ. ენის ინ-ტი) (1941-1961). იყო ენათმეცნიერების ინ-ტის დირექტორი (1943-1949). აირჩიეს საქართვ. მეცნ. აკად. ნამდვილ წევრად (1944). როდესაც თსუ-ში ქართ. ენის კათედრა ორად გაიყო (1945), თ. ვ. გახდა ახ. ქართ. ენის კათედრის გამგე. მას მიენიჭა საქართვ. სსრ-ის მეცნ. დამს. მოღვაწის წოდება (1946). იგი დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით, ასევე მედლით „მამაცური შრომისათვის 1941-1945 წ.წ. დიდ სამამულო ომში“. იყო თბილ. საქალაქო საბჭოს I-VIII მოწვევის დეპ. (1948-1963). განაგებდა ქართ. ენის კათედრას გორის პედ. ინს-ში (1951-1952). იგი დაჯილდოვდა ლენინის ორდენით (1952). თ.ვ. რედაქტორობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მესამე ტ-ს (1953), რ-ის გამოც მას მიანიჭეს საქართვ. სსრ სახელმწ. პრემია (1971). იგი დაჯილდოვდა იაკობ გოგებაშვილის მედლით (1965). თ. ვ. არის 150-ზე მეტი შრომის ავტორი. 

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): თოფურია, ვ. (1924). გეოგრაფიულ სახელთა -თა სუფიქქსისათვის ქართულში; თოფურია, ვ. (1939). ბალსზემოური კილო; თოფურია, ვ. (1941). და თანმხოვანთა მონაცვლეობისათვის სვანურ ზმნებშისტალინის სახ. თსუ-ს გამომცემლობა; თოფურია, ვ. (1941). ზმნის უძველესი სუფიქსაციისათვის ქართულში; თოფურია, ვ. (1944). ბრუნების სისტემისათვის სვანური სხვა ქართველურ ენათა ბრუნებასთან შედარებით.