თოფურია გურამ ვარლამის ძე
თოფურია გურამ ვარლამის ძე

თოფურია გურამ ვარლამის ძე (27. III. 1930, ქ. თბილისი — 31. V. 2006), ენათმეცნიერი, მეცნიერი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკასიურ ენათა განყ-ება (1954). იყო ენათმეცნიერების ინ-ტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყ-ბის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი  (1957-დან). ენათმეცნიერების ინ-ტის სწავლულ მდივნად მუშაობდა (1960-1966). მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყ-ბის უფ. მეცნიერ-თანამშრომელი იყო (1966-დან), ენათმეცნ. ინს-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1973-1987). სიცოცხლის ბოლომდე მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყ-ბის გამგედ ინიშნებოდა (1998-დან). იგი იყო ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ (დაღ.) ენათა მკვლევარი და მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „ბრუნების მორფოლოგია დაღესტნურ ენებში“ (1988). თ. გ. გახდა ევროპის კავკასიოლოგთა საზ-ბის ვიცე–პრეზიდენტი (1994-დან), გადასცეს არნოლდ ჩიქობავას სახ. პრემია (1996), იყო საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1997-დან), დააჯილდოეს ღირსების ორდენით (2000).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): თოფურის, გ. (1958). ბიბლიოგრაფია იბერიულ-კავკასიურ ენათა შესახებ არსებული საენათმეცნიერო ლიტერატურისა.: ნაწ. 1: მთის იბერიულ კავკასიური ენები. თბილ. უნ-ტის გამ-ბა; თოფურის, გ. (1959). ლეზგიური ზმნის ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები: კიურიული და ახტის დიალექტების მონაცემთა მიხედვით. საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; თოფურის, გ. (2014). იბერიულ-კავკასიურ ენათა ლინგვისტური ბიბლიოგრაფია. ISBN: 9789941133305.