-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
თოფურია ელზა ნიკოლოზის ასული (11.XI.1939, თბილისი), დაამთავრა სპი-ის ქიმ. ტექნოლოგიის ფაკ-ტი, ძირითადი ორგ. და ნავთობქიმიური სინთეზის ტექნოლოგიის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია (1967). გაიარა ასპირანტურის კურსი (1969-1973). თ. ე.-მ ი. გუბკინის სახ. ნავთობისა და გაზის ინ-ტში წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე:„საქართველოს ნავთობების საშუალო ფრაქციების პოლიციკლური ნაფტენები“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1989). პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ნავთობის ქიმიის ლაბორატორიაში სხვადასხვა დროს იყო უფრ. ლაბორანტი (1968-1969), უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1973-1986), მეცნიერ-თანამშრომელი (1986-1990), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1990-2015), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ნავთობის ქიმიის ლაბორატორიაში მთ. მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნ. საბჭოს წევრი (2015-დან). მნიშვნელოვანი კვლევები აქვს ჩატარებული ნავთობის წარმოშობის თეორიების ახლებურად გააზრების საკითხებთან დაკავშირებით და საქართვ. ენერგეტ. დანიშნულების წიაღისეულის (ნავთობი და ბუნებრივი ბიტუმები) შესწავლის, პასპორტიზაციის და რანჟირების მიზნით. თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების სტატიების და სამეცნ. კონფერენციების თეზისების სახით, მათ შორის: „High Molecular Heterocyclic Aromatic Compounds in Georgian Petroleum“, (Bulletin of the Georgian National Academy of Sciences. 17(2), 2023) და „Study of pellets obtained from biomass“, (Advances in Engineering Materials Preparation for Sustainable Process Development, 2025). მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა „რთული ორგანული ნარევების დასაყოფი თერმოდიფუზური სვეტი“.