-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ლიტერატურათმცოდნე პუბლიცისტი
თოფურია აკაკი სარდიონის ძე (14.III.1916, სოფ. სირიაჩქონი — 13.IX.1999, თბილისი.) ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი. იყო გაზ. „სახალხო განათლების“ რედაქციის განყ-ბის გამგე (1946–1949). ეწეოდა სამეცნ.-პედ. და ლიტერატურულ-საზ. მოღვაწეობას (1949-დან). მუშაობდა პედ. მეცნ. სამეცნ.-კვლევით ინ-ტში, ცხინვალისა და სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტებში (1949–1961). მოღვაწეობდა თსუ-ში (1961-დან). თ.ა. იყო ქართ. ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკების გაერთ. კათედრის გამგე (1978–1989). არის მრავალი პუბლიკაციისა და წიგნის ავტორი. აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „წერილები ლიტერატურულ საკითხებზე“ (1960); „ლიტერატურული წერილები“ (1972); „ლეო ქიაჩელი“ (1977, 1984); „ეტიუდები კრიტიკული ნააზრევიდან“ (1980); „ქართული მეთოდიკური აზროვნების ისტორია“ (1969). გამოქვეყნდა მისი მემუარული ნაწარმოები „სინდისის ღმერთების ბარიკადებზე“ (1995). იყო ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1967). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997), მიღებული აქვს ი. გოგებაშვილის სახ. პრემია (1985), არის საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979).
თხზ.: თოფურია, ა. (1969). ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები. ირისთონი; თოფურია, ა. (1991). ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა. უნ-ტის გამ-ბა.