-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი ეთნოლოგი
თოფჩიშვილი როლანდ ანდრიას ძე (25.IV.1949, სოფ. დიღომი). ისტორიკოსი, ეთნოლოგი; ისტორიის მეცნ. კანდ. (1981), ისტორიის მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (2003). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1972). საქართვ. მეცნ. აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტ. არქეოლ. და ეთნოგრაფ. ინ-ტში იყო მთ. მეცნიერ-თანამშრომელი და გვარების შემსწავლელი საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვ. (1993-დან). ამავე ინ-ტში ხელმძღვანელობს კავკასიის ეთნოლოგიის განყ-ბას (2006-დან). არის ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1993-დან); პედ. საქმიანობას ეწეოდა თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. უნ-ტში; იყო თბილ. სახ. უნ-ტის პროფესორი, ხელმძღვანელობდა ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ეთნოლოგიის სასწ.-სამეცნ. ინ-ტს (2006-2018); საქართვ. მეცნ. და ტექნოლოგიების სახელმწ. კომიტეტთან არსებულ სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ისტ. სექციის თავ-რე (1998-2006); საქართვ. საბიუჯეტო სამეცნ.-კვლ. დაწესებულებათა სახ. საატესტაციო კომისიის წევრი; შოთა რუსთაველის ფონდის სტიპენდიატი (2011); არის 8 საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს: „საქართველოს ეთნოლოგია“ (2006, 2008), „კავკასიის ეთნოლოგია“ (2007, 2012), „ევროპის ეთნოლოგია“ (2009), „ამერიკის ეთნოლოგია“ (2009), „თეორიული ეთნოლოგია“ (2010), „ეთნოლოგიური მეცნიერების შესავალი“ (2013), „ხალხთა მიგრაციები“ (2015), „სახელების ეთნოლოგია და ისტორია“ (2010) და 400-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ეთნოგრაფ. ექსპედიციაში, მათ შორის თურქეთის რესპ-ში; თანამშრომლობს ქართ. ენციკლოპედიის რედაქციასთან-არის მრავალი საენციკლოპედიო სტატიის ავტორი; თ. რ. იკვლევს საქართვ. და კავკ-ის ეთნოლოგიის კარდინალურ პრობლემებს; მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: საქართვ. მოსახლეობის შიდა მიგრაციული პროცესები; საქართვ. მოსახლეობის ისტ. დემოგრაფია: უცხო ეთნიკ. ერთეულთა საქართველოში დასახლებისა და ქართველებთან მათი ურთიერთობის პრობლემები; ოსთა საქართველოში მიგრაცია და ქართულ-ოსური კულტურულ-ისტ. ურთიერთობის საკითხები; ქართ. გვარსახელების ისტ.-ეთნოლ. ასპექტები; ქართველთა რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები; ქართველთა ეთნიკური ისტორია; ქართველთა ისტ.-ეთნოგრაფ. ჯგუფები; კავკ. ეთნოლოგია; დაჯილდოებულია: გამომც. „ლომისის“ პრემიით (1998); ჰუმანიტარულ მეცნ. პრემიით - „საგურამო" (2019); განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სიგელით მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის (2025). არის გელათის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1998-დან)
თხზ.: თოფჩიშვილი, რ. (2021). TRUSO – HISTORICAL AND ETHONCULTURAL ISSUES. ბ., უნ-ტის გამ-ბა. ISBN 9789941493119 ; თოფჩიშვილი, რ. (2021). ТРУСО – ИСТОРИЧЕСКИЕ И ЭТНОКУЛЬТУРНЫЕ ПРОБЛЕМЫ. Изд. Грузинской Национальной АН. ISBN 9789941838293; თოფჩიშვილი, რ. (2021). Культурно-исторические вопросы миграции горского населения Восточной Грузии (на примере Пшави и Хевсурети). თბ., მწიგნობარი. ISBN 9789941498275; თოფჩიშვილი, რ. (2021). ქართლი. თბ., მწიგნობარი. ISBN 9789941490965; თოფჩიშვილი, რ. (2022). დეეთნიზაციის პროცესები გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში (ქართველთა რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები). თბ., მწიგნობარი. ISBN 9789941503504; თოფჩიშვილი, რ. (2022). ხადა. ისტორიული და ეთნოკულტურული საკითხები. თბ., მწიგნობარი. ISBN 9789941498879.