-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
თოფჩიშვილი ლევან
თოფჩიშვილი ლევან (5.IV.1934, თბილისი- 2.XII.2001, თბილისი), დაამთავა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1957) და იმავე წელს მუშაობა დაიწყო ფიზიკის ინ-ტში უმცროსი მეცნ. თანამშრომლის თანამდებობაზე. წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ’’მყარი სხეულების ფიზიკის’’ სპეციალობით თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის სპეციალიზებულ სამეცნ. საბჭოს სხდომაზე (1971). მისი სამეცნ. მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენდა მარი სხეულების რადიაცული ფიზიკა. პირველად საბჭ. კავშირში, მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ბირთვული რეაქტორის დაბალტემპერატურული არხი. მისი უშუალო ხელმძღანელობით შეიქმნა უნიკალური ზეგამტარი სოლენოიდით აღჭურვილი კრიოარხი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ზგამტარებში რადიაციული ეფექტების შიგაარხული კვლევების ჩატარება. გამოვენებლი აქვს 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი.