თოდუა პავლე ანდრიას ძე
თოდუა პავლე ანდრიას ძე

თოდუა პავლე ანდრიას ძე (10.VI.1941, სოხუმი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1964). მუშაობდა: საქართვ. მეცნ. აკადადემიის კიბერნეტიკის ინ-ტში (1964-1969); სსრკ მეცნ. აკადემიის პ. ლებედების სახ. ფიზიკის ინ-ტში (1969-1972); არის ღია სააქციო საზ-ება "ზედაპირისა და ვაკუუმის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევლევითი ცენტრის" გენ. დირექტორი (1973-დან); მოსკოვის ფიზ. ტექ. ინ-ტის ფიზიკური და კვანტური ელექტრონიკის ფაკ-ტის დეკანი; ნანომეტროლოგიის კათედრის დამაარსებელი და გამგე; სამეცნ.-სასწ. ცენტრის "ნანოტექნოლოგიები" დამაარსებელი. მისი სამეცნ.-კვლ. მუშაობის მიმართულებაა სიგრძის ზემაღალი სიზუსტით გაზომვების თეორია და ტექნოლოგია. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე პატენტის ავტორი. მიენიჭა "რუსეთის ფედერაციის საპატიო მეტროლოგის" წოდება (2002). ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1990).