თოდუა ნუგზარ შალვას ძე
თოდუა ნუგზარ შალვას ძე

თოდუა ნუგზარ შალვას ძე (01.V. 1964, სოფ. დიდი ჭყონი, მარტვილის მუნიციპალიტეტი). ეკონომისტი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტი, სპეციალობით „საქონელმცოდნეობა და არასასურსათო საქონლით ვაჭრობის ორგანიზაცია“ (1982-1986); საზ. პროფესიათა ფაკ-ტის „სამართალმცოდნეობისა“ (1983-1986) და თსუ-ისა და ლენინგრადის საბჭ. ვაჭრობის ინ-ტის ასპირანტურა-„სამრეწველო საქონელმცოდნეობის“ სპეციალობით (1986-1989); ასევე თსუ-ის დოქტორანტურა, სპეციალობით „მარკეტინგი“ (1992-1995); მიიღო მოსკ. კომერციის სახელმწ. ინ-ტში ტექნ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი „სამრეწველო-საქონელმცდნოება“ (1990); ეკონ. და სოც. პრობლემების სამეცნ.-კვლ. ინ-ტში დაიცვა დოქტორის სამეცნ. ხარისხი თემაზე: „პროდუქციის კონკურენტუნარიანობის მარკეტინგული უზრუნველყოფის პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში“, მიკროეკონომიკა-მარკეტინგის სპეციალობით (1995); თსუ-ის სამრეწველო საქონელმცოდნეობის კათედრაზე უჭირავს დოცენტის თანამდებობა (1995); ასევე პროფესორის სამეცნ. წოდება (1998); იყო კომერციისა და მარკეტინგის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1994-2004); შეთავსებით მუშაობდა ქუთ. სახელმწ. ტექნ. უნ-ტსა და აკ. წერეთლის სახ. სახელმწიფო. უნ-ტში (2001-2007); არის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მარკეტინგის კათედრის პროფესორი და კათედრის ხელმძღვ. (2006-დან); სამეცნ. და საზ. ორგანიზაციის წევრი; ასოციაცია  „მარკეტინგული კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელი და თავ-რე (2001); არის „საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის“  ნამდვილი წევრი (2000); „საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის“ ნამდვილი წევრი (1997); თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ისა და სადისერტაციო საბჭოს წევრი; სოც. მარკეტინგის საერთაშ. ასოციაციის წევრი (2013-დან); სარედ. საბჭოების წევრი და საგანმან. პროგრამების ხელმძღვ.; მონაწილეობდა რამდენიმე სამეცნ.-საგრანტო პროექტში; გაიარა სტაჟირება გერმანიის ზაარლანდის უნ-ტში საერთაშ. მარკეტინგის კათედრაზე (1996); მონაწილეობდა აშშ-ის სახელმწ. დეპარტ. განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიუროს მიერ ორგანიზებულ საერთაშ. სტუმრის პროგრამაში (2000); მიღებული აქვს თსუ-ის ჯორჯ შულცის სახ. ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია (1997); თსუ სამეცნ. პრემია სახელმძღვანელოსთვის „საქონლის ექსპერტიზა საერთაშორისო ვაჭრობაში“ (1999); არის საქართვ. პრეზიდენტის ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი ხარისხის სტიპენდიატი (1997); მიღებული აქვს ღირსების ორდენი; თსუ ოქროს მედალი;  იყო საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ექსპერტი (2024); ავტორია სახელმძღვანელოების, მონოგრაფიებისა და სამეცნ. სტატიებისა: „საქართველოს ბაზარზე პერსონალური გაყიდვისადმი მომხმარებელთა დამოკიდებულების კვლევა“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2018, N 1, ტ. 11); „პროდუქტის განთავსების მარკეტინგული ასპექტები და მისი განვითარების თანამედროვე ტენდენციები“  (ეკონომიკა და ბიზნესი, 2023, N 2, ტ. 15); „ციფრულ საბანკო სერვისების გავლენა მომხმარებელთა კმაყოფილებაზე“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2024, N 2, ტ. 16).

თხზ.: (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): თოდუა, ნ. (თანაავტორი). (1995). ფეხსაცმლის საქონლის ექსპერტიზა კომერციულ საქმიანობაში : ლექციების კურსი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; თოდუა, ნ. (თანაავტორი). (1997). საქონლის ექსპერტიზა საერთაშორისო ვაჭრობაში. თბ.,უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 551100703; თოდუა, ნ. (თანაავტორი). (2006). ტურიზმის ბაზრის მარკეტინგული კვლევა და მისი განვითარების სტრატეგიები აჭარაში. თბ., უნივერსალი, ISBN: 9994061011; თოდუა, ნ. (2006). სასაქონლო პოლიტიკის მარკეტინგული სტრატეგიები აბრეშუმის ქსოვილების ბაზარზე: მონოგრაფია (თანაავტორი). თბ., უნივერსალი, ISBN: 9994051989; თოდუა, ნ. (თანაავტორი). (2008). საქართველოს ინტერნეტ-ბაზრის მარკეტინგული კვლევა. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941122804; თოდუა, ნ. (2012). საქართველოს ბაზარზე მომხმარებელთა ქცევის მარკეტინგული კვლევა. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941177088.