თოდუა გრიგოლ სიმონის ძე
თოდუა გრიგოლ სიმონის ძე

თოდუა გრიგოლ სიმონის ძე  (27. XII. 1928, სოფ. კოხნარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი-11. V. 2011). ეკონომისტი, მეცნიერი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, საქართვ. ეკონ. მეცნ. აკადემიის წევრი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი, პოლიტეკონომიის სპეციალობით (1946-1951); ასპირანტურა (1951-1954);  დაიცვა დისერტაცია თემაზე: „რევოლუციურ-დემოკრატიული ეკონომიკური აზრის აღმოცენება და განვითარება საქართველოში“ და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. ხარისხი (1955);  პოლიტეკონომიის კათედრაზე ეჭირა დოცენტის თანამდებობა (1962); მიენიჭა დოქტორის წოდება (1968);  შემდეგ პროფესორის (1970). მუშაობდა თელავის სახ პედ. ინ-ტში; საქართვ. მეცნ. აკადემიაში, ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში პროფესორად და საღამოს სწავლების დეკანის მოადგილედ (1954-1971); თსუ-ის ეკონ. ფაკ-ის პოლიტეკონომიის კათედრის პროფესორად და ფაკ-ის დეკანად (1976-1980); ეკონ. და ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის კათედრის გამგედ (1993-2003); შეთავსებით მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ეკონომიკის ინ-ტში მთ. მეცნიერ-მუშაკად (1980-1994); იყო თსუ-ის ეკონომიკის დარგში დისერტაციების დაცვის საბჭოს წევრი; პოლიტეკონომიაში დოქტორის სამეცნ. ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზირებული საბჭოს თავ-რე (1977-1980); თსუ-ის შრომების სერიისა და სხვა ჟურნ. რედკოლეგიის წევრი; დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა (2002, 2003) და ივანე ჯავახიშვილის სახ. მედლით (1976, 2004).

თხზ.: თოდუა, გრ. (1967). ქართველ მესამოციანელთა ეკონომიური მოძღვრების სათავეებთან. თბ., საბჭ. საქართველო; თოდუა, გრ.  (1975). პოლიტიკური ეკონომია: ნაწ. პირველი. თბ.; თოდუა, გრ.  (1987).  მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოებრივ-ეკონომიკური აზრის ისტორიის საკითხები:  ნაწ. 2 . თბ.,უნ-ტის გამ-ბა; თოდუა, გრ.  (1991).  ეკონომიკური თეორიის საფუძვლები:  ნაწ. 1. თბ.; თოდუა, გრ.  (2004).  ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია:  ნაწ. 1: მონოგრაფია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; თოდუა, გრ.  (2009).  ეკონომიკის პრინციპები: მაკროეკონომიკა: ლექციების კურსი შედგენილია გრეგორი მენქიუს "ეკონომიკის პრინციპების" მიხედვით. თბ., უნ-ტის გამ-ბა.

ლიტ.: თოდუა გრიგოლ სიმონის ძე: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 4. თბ., 2018, გვ. 78-79.