-
ავტორი
- კატეგორიები: იურისტი
თოდრია გიორგი გიორგის ძე (12. XI. 1949, თბილისი), იურისტი. სამართ. მეცნ. დოქტორი (1974), საქართვ. კრიმინოლოგიის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (2019). თსუ-ის თ. წერეთლის სახ. სახელმწიფოსა და სამართ. ინ-ტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1973), გრ. რობაქიძის უნ-ტის სრული პროფესორი (2011). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1971), სადაც მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნ. მოღვაწეობისათვის რექტორის ბრძანებით დაჯილდოვდა უნ-ტის მედლით. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „საბჭოთა კრიმინოლოგიის ძირითადი ცნებები“, რ-იც მომზადდა სსრკ მეცნ. აკად. აკად. ვ. კუდრიავცევის ხელმძღვანელობით მოსკოვის სახელმწიფოსა და სამართ. ინ-ტში (1974). გამოქვეყნებულ ნაშრომებში გ. თ.-მ საფუძველი ჩაუყარა დანაშაულობის ნეგაციის თეორიას. ნეგაციის კანონის აღმოჩენით მან სცადა, დანაშაულთა მრავალფეროვნების სუბსტანციური ახსნა „დანაშაულის ნეგაციის თეორია: ფიქრები კრიმინოლოგიაში „მივიწყებული ყოფიერების“ პრობლემის დაძლევის“ (2014). დანაშაულობის ნეგაციის კანონის საფუძველზე შემუშავდა დანაშაულთა კლასიფიკაცია, რ-მაც ერთმანეთს დაუკავშირა ე.წ. ქუჩისა და ე.წ. „თეთრსაყელოიანთა“ დანაშაულობა. ამ გზით გ. თ.-მ დაძლია ამერ. და ევრ. კრიმინოლოგიაში არსებული ემპირიული კლასიფიკაციების ნაკლოვანებები. კვლევის შედეგად გ. თ.-მ დაადგინა, რომ კაპიტალისტურ საზ-ებაში ძალაში შედის სახელმწ. რეგულირების როგორც არაეკონომიკური იძულების ფორმებს შორის არსებული სიმეტრიის კანონი; ის ცვლის ამ ფორმებს, მაგრამ ყოველთვის ადგენს მათ შორის პროპორციას, რ-იც ინარჩუნებს ეკონ. განვითარების მოცემულ ისტორიულ დონეს. გ. თ.-მ გამოკვლევა მიუძღვნა მსოფლიოში არსებული თეორიების ევოლუციის საკითხებს. ისტ. მეთოდის გამოყენებით მან უარყო ბილ., ფსიქოლ. და სოციოლოგიური კონცეპციების ოპერაციონალური დაყოფა. დანაშაულობის ნეგაციის თეორიის თანახმად კრიმინილოგიური აზრის ევოლუციამ უნდა აჩვენოს, თუ როგორ ვლინდება დანაშაულობისა და მოსახლეობის არსებობის საზ-ებრივ პირობებს შორის არსებული კავშირი კაცობრიობის განვთარების საკვანძო ეტაპებებზე. მნიშვნელოვანია გ.თ.-ს დამსახურება საქართველოში კრიმინოლოგიის განვითარების საქმეში. იგი საქართველოში პირველად გამოცემული ქართულ-ამერ. სახელმძღვანელოს თანაავტორია „კრიმინოლოგია და სამართალდამცავი სისტემა საქართველოში“ (2003). გ. თ. არის საერთაშ. სამეცნ.-პრაქტ. ჟურნა. „კრიმინოლოგის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. მისი ნაშრომებია: „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლის პრობლემა რადიკალური კრიმინოლოგიის თვალსაზრისით“ (2012); „სამყაროს ტრანსცენდენტური გააზრების პირველი მცდელობები და მათი როლი დანაშაულობის გაგებაში“ (2019); „ქრისტიანულ ანარქიზმზე დაფუძნებული რადიკალური კრიმინოლოგიის პერსპექტივის განსაზღვრა“ (2024);
თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): თოდრია, გ. (2020). კრიმინოლოგიური შემეცნების პრობლემები. თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941257339; თოდრია, გ. (თანაავტორი). (2024). სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები: [კრებული]: წიგნი 5. თბ., მერიდიანი.