-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
თოდრაძე გულნარა (ხათუნა) ალექსანდრეს ასული (20.XII.1950, ჩოხატაური). დაამთავრა თსუ-ის ანალიზური ქიმიის ფაკ-ტი (1973); ტარას შევჩენკოს სახ. კიევის სახელმწ. უნ-ტი, ასპირანტურა (1983); „საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კობალტის იონის ქრომოფორულ რეაგენტებთან და ზედაპირულად-აქტიურ ნივთიერებებთან ანალიზური რეაქციები და მათი გამოყენება“ (დაცვა შედგა კიევის სახელმწ. უნ-ტში, 1983); მიიღო ქიმიის მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1984); დოქტორის აკად. ხარისხი ქიმიაში (2006); ფლობს ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ ენებს. თ. გ. მუშაობდა თსუ-ის ანალიზური ქიმიის კათედრის ლაბორანტად (1974); ალ. თვალჭრელიძის სახ. მინერ. ნედლეულის კავკასიის ინ-ტის, ქიმიურ-ანალიზურ ლაბორ. უმც. მეცნიერ-თანამშრომელად (1975-77); უფრ. ინჟინრად (1977-80); უფრ. მეცნიერ-თანამშომლად (1985-1994); ინ-ტში ჩამოაყალიბა მეფუტკრეობის პროდუქტების (ფუტკრის შხამი, თაფლი, სანთელი, ყვავილების მტვერი და სხვა) ანალიზის ჯგუფი (1991); იყო ფიზიკო-ქიმ. მეთოდების კვლევის ლაბორ. გამგე (1994-2005); ანალიტიკური ცენტრის გამგე (2006-2011); საგამოცდო ცენტრი „გეოანალიტიკა“ სამეცნ.- კვლ. განყ-ების მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2012-დღემდე). აკრედიტირებული ლაბორ. ხელმძღვ. (2004-დან); კითხულობდა ლექციების კურსს: სახელმწ. უნ-ტის გეოლოგიის ფაკ-ტი (1990-2003); დამოუკიდებელ უნ-ტი “იბერია” (1990-1991); დამოუკიდებელ სამედ. ინ-ტი “ივერია” (1997-2001); მონაწილეობდა ქართულ ენაზე პირველად ანალიზური ხარისხის კონტროლისთვის დარგ. ინსტრუქციების შექმნაში (1997-2001); არის ინ-ტის საიუბ. შრომების კრებ. რედკოლეგიის წევრი (2009) და საერთაშ. კონფერენციის „ანალიზური ქიმიის თანამედროვე ტენდეციები“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრი (კიევი, 2015-2025). კვლევის შედეგები ასახულია ინ-ტის სამეცნ. ანგარიშებში (10); საერთაშ. და ადგ. სამეცნ. ფორუმებში (30) გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ ჟურნ. (75), საერთაშ. და ადგ. სამეცნ. გრანტებში (4): „Влиание длинноцепочечных поверхностно-активных веществ на разнолигандные комплексы“ (Аналитическая химия, 1984, т. 39. № 6); “Атомно-абсорбцйонное определение серебра после его предварительного отделения тиомачевиной“ (Заводская лаборатория, 1993, т. 59. № 8); „The mobile forms of heavy metals in soils of railway stations of Georgia“ (Sciences of Europe“ (Czech Republic, 2024, No 155); „The mobile forms of heavy metals in soils of railway stations of Georgia“ (Sciences of Europe, Czech Republic, 2024, No 155); „A Comparative Study of Synthesis from Solution-Melts with Thermal Synthesis for Obtention of Condensed Phosphates“ (საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ქიმიის სერია 2025, ტ. 50).
თხზ.: თოდრაძე, გ. (1994). ბროშურა ფუტკრის შხამი. თბ. უნ-ტის გამ-ბა; თოდრაძე, გ. (თანაავტორი). (2010). ოქროსფაზური ანალიზის მეთოდიკის დამუშავება. თბ., მნკი, ანგარიში.
ლიტ.: ბაქანიძე, ო. (2004). კიევის უნივერსიტეტი ქართველი ახალგაზდების განათლების კერა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ბაქანიძე, ო. (2015). კიევის უნივერსი-ტეტი ქართველი ახალგაზდების სავანე. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჯანელიძე, თ.(2008). რაც მოგონებად აიკინძა. თბ., აზრი.