-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი პროზაიკოსი ჟურნალისტი
თხილავა ეკა (08. I, 1971, ქუთ.), მწერალი, პროზაიკოსი, ჟურნალისტი. სოც. მეცნ. დოქტორი. დააამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი და ასპირანტურა. მუშაობდა საზ. მაუწყებლის პირველი ტელეარხის კორესპონდენტად; ჟურნ. "ბაგრატის ტაძრის" რედ. მოადგილედ; სხვადასხვა დროს იყო ქუთ. ა. წერეთლის სახელმწ. უნ-ტის მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფ., ჟურნალისტიკის დეპარტ. სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვ., სამეცნ. საბჭოს წევრი. არის კავკ. უნ-ტის ჟურნალისტიკის დეპარტ. ასოცირებული პროფ. და ამავე სასწავლებლის სოც. მეცნ. ფაკ-ტის დეკანი; 100-ზე მეტი საგაზეთო, საჟურნალო პუბლიკაციისა და 30-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი; რამდენიმე სამეცნ. ჟურნ. რედკოლეგიის წევრი. მისი პუბლიც. აღსანიშნავია ჟურნ. ,,თეატრში“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ,,ვერიკო (2024, ქუთ.); ,,მე თუარა ვინ“ (2024, ქუთ.); ,,პირველობის კუბო’’ (2024, ქუთ.); ,,მე შენი წითელი ვარ“ (2024, ქუთ.); ,,ლურჯი ფრინველის სიზმრები და ისევ გაზაფხული“ (2024, თბ.); ,,ღმერთი, რომელიც ცეკვავს“ (2025, ქუთ.),; ,,ხელები ზევით! ანუ რობერტ უილსონის შავ-თეთრი სიზმრები“ (2025, თბ.,); ,,საუზმე ეშმაკთან“ (2025, თბ.,); ,,თეთრი წერო“ (2025, თბ.,) მოთხრ. ,,ამორტი’’ (2021, თბ.,) და ა.შ.
ლიტ.: თხილავა ეკა. თავისუფლების დღიურები. (2013) : რადიო "თავისუფლების" პროექტი. თბ., გვ. 179.