-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
თხელიძე მერაბ გრიგილის ძე (18.VII.1939, თბილისი), მათემატიკოსი, პედაგოგი. თსუ-ის დოცენტი (1979), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ., საკანდიდატო თემა: „Решение некоторых краевых задач дифференциальных уравнений эллиптического типа методом Шварца“ (ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ზოგიერთი სასაზღვრო ამოცანის ამოხსნა შვარცის მეთოდით, 1973). დაამთავრა: თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1957-1962). იყო: ქ. თბილისის საჭადრაკო სკოლის მასწავლებელი (1962-1963); კავშირგაბმულობის მუშაკთა საჭადრაკო სექციის ხელმძღვ.; საქ. მეცნ. აკად. გამოთვლითი მათ. ინ-ტის ასისტენტი (1963-1966) და უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1966-1973); კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლის მათ. მასწავლებელი (1965-1976); თსუ-ის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტის უფრ. მასწალებელი (1972-1976); დოცენტი (1976-1999); თსუ-ის ლექტორი (2000-2006). მისი სამეცნ. ინტერესები ეხება შვარცის მეთოდის გამოყენებას დიფერენციალური განტოლებების ამოხსნისათვის და ინფორმატიკის სწავლების სპეციფიურ საკითხებს. მისი ავტორობითა დ თანაავტორობით გამოქვეყნებულია 60 სამეცნ. ნაშრომი და წიგნები.: „О применении метода Шварца к решению обобщеных краевых задач дифференциального уравнения эллиптического типа“ (Сообщ. АН ГССР, 1970, 58, №1; „Решение плоской задачи Дирихле для линейных уравнений эллиптического типа методом Шварца“ (Труды ТГУ, 1985, т. 258); „სააწავლო კურსის კონტროლის მეთოდიკა კომპიუტერულ კლასში“ (პროფესორ მასწავლებელთა ინსტიტუტთაშორისი 52-ე სამეცნ. სესია თეზისები, 1993); მათემატიკური მოდელირების ელემენტების სწავლება "კომპიუტერული მათემატიკის" (ინტელექტი, 2010, დეკემბერი, N3); „ უმაღლეს სასწავლებლებში "სიმრავლეთა თეორიის" სწავლების შესახებ: ნაწ. 1-2“ (ინტელექტი, 2011-2012, აგვისტო, N2).
თხზ.: თხელიძე, მ. (1988). ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საფუძვლებ: ლექციების მოკლე კურსი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; თხელიძე, მ. (1994). ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საფუძვლები: ნაწ. 1: ინფორმატიკა ყველასათვის. თბ., განათლება.