-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ტიტვინიძე ირაკლი გივის ძე (08.IV.1978, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (1999) და მაგისტრატურა (2001). მუშაობდა უმცროს მეცნიერ თანამშრომლად ელ. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში (2002–2004). იყო DAAD-ის სტიპენდიატი ქ. კარლსრუეში (2004-2005). ჩააბარა დოქტორანტურაში აახენის უნ–ტში (RWTH) პროფესორ ვ. ჰოფშტატერთან (2005). მას შემდეგ რაც პროფესორ ჰოფშტატერის კვლევითი ჯგუფი გადავიდა ფრანკფურტში (2006), დოქტორანტურა გააგრძელა გოეთეს სახ. ფრანკფურტის უნ-ტში, სადაც წარმატებით დაიცვა დოქტორის ხარისხი თემაზე:,,ძლიერად კორელირებული ულტრაცივი ატომური გაზები’’(2009). დოქტორანტურის დასრულების შემდეგ მუშაობდა პოსტდოქტორანტად სხვადასხვა უნ-ტებში: გოეთეს სახ. ფრანკფურტის უნ-ტში (2009-2011); ჰამბურგის უნ-ტში (2011-2014); გრაცის ტექნიკურ უნ-ტში (2014-2019); პარიზის ეკოლ პოლიტექნიკაში (2019); გოეთეს სახ. ფრანკფურტის უნ-ტში (2019-2022) და ჰამბურგის უნ–ტში (2022-დღემდე). ერთი თვის განმავლობაში იყო მოწვეული მეცნიერი ლონდონში, კინგზ კოლეჯში (2025). არის 32 სამეცნ. სტატიის ავტორი და 7 სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომის თანახელმძღვანელი.