ტიკიშვილი მზია ფირუზის ასული
ტიკიშვილი მზია ფირუზის ასული

ტიკიშვილი მზია ფირუზის ასული (23.IX.1959, თელავის რ-ნი, სოფ ართანა), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ეკონ. და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასისტენტ-პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი ეკონ. ინფორმაციის მექანიზ. დამუშავების ორგანიზაციის სპეციალობით (1981) და ასპირანტურა (1984). მუშაობდა მართვის ავტომატ. სისტემების კათედრის უფრ. ლაბორანტად, მასწავლებლად. დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საყოფაცხოვრებო მომსახურების სრულყოფა ეგმ-ზე იმიტაციის მეთოდის გამოყენებით“ (1991). იყო თსუ-ის დოცენტი (1992-2006), ფაკ-ტის ეკონ. და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-2009), ეკონ. და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2022). პარალელურად დღემდე მუშაობს თსუ-ის სასწ. პროცესის მართვის დეპარტ. სტუდენტთა რეესტრის წარმოების წამყვან სპეციალისტად. აქტიურად მონაწილეობს სამეცნ.-კვლევით პროექტებში (2013-დან). გამოსცა 49 სამეცნ. ნაშრომი - 5 სახელმძღვანელო (თანაავტორობით). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა სამეცნ. ჟურნალებში: ,, ელექტრონული უნაღდო ანგარიშსწორების ტექნოლოგია საბანკო საქმიანობაში : ეკონომიკა და ტურიზმი” (კულტურათშორისი კომუნიკაციები №5, 2008); ,,ბიზნეს-ინფორმაციის სისტემატიზირება და მათი მიღების წყაროები“ (ახ. ეკონომისტი №1, 2009); ,, რისკის ანალიზზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის განხორციელება საქართველოში” (საქართვ. ეკონომიკა №7-8, 2009).

თხზ.: ტიკიშვილი, მ. (თანაავტორი). ეკონომიკური ამოცანებისა და სავარჯიშოების კრებული Excel 2007-ში. თბ., ცოტნე; ტიკიშვილი, მ. (2012). Excel 2007 ეკონომიკასა და ბიზნესში. თბ., ციონი.