თევზაძე თამაზ
თევზაძე თამაზ

თევზაძე თამაზ შოთას ძე (24.VIII.1942 დ. აბასთუმანი ადიგენის რაიონი). მათემატიკოსი. თსუ-ის დოცენტი(1992), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1997).  დაამთავრა: ქ. თბილ. მეოთხე საშ. სკოლა (1959), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი, წარჩინებით, (1965) და თსუ-ის  ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის ასპირანტურა (1966-1969),  მუშაობდა  ამავე კათედრის ლაბორანტ., უფრ. ლაბორანტ. (1970-1978). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1976). იყო: ზოგადი მათ. კათედრის მასწავლებლი და დოცენტი (1978-1992). ასრულებდა მათ. დაფუძნებისა და მეთოდიკის კათედრის გამგის მოვალეობას (1990- 1992), გამგე (1992-2005). იყო მექან.-მათ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1978 -2005); საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2010-2011).  არის 25-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რომელთაგანაც ერთი მონოგრაფიაა. მისი ხელმძღვ. დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. მის შრომებში შესწავლილია ფურიეს ჯერადი მწკრივების კრებადობისა და აბსოლუტურად კრებადობის საკითხები.

თხზ.: Тевзадзе, Т. (1981). Некоторые классы функций и тригонометрические ряды Фурье: В сб. некоторые вопросы теории функций, т.2, 31-02. ТГУ; Тевзадзе, Т. (1995). О некоторых классах функций и рядах Фурье: Доклады Российской Академии Наук, 342, 3, 310-312; Тевзадзе, Т. (1996). Специальные кратные тригонометрические ряды. ТГУ.