თევზაძე ნიკოლოზ
თევზაძე ნიკოლოზ

თევზაძე ნიკოლოზ რაჟდენის-ძე (9. VIII. 1913 ქ. თბილისი -1979). მათემატიკოსი. თსუ-ის დოცენტი (1953), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიადატი (1953).  მან ექსტერნის წესით საშ. განათლების მიღებას შეუთავსა მუშის საპატიო პროფესია. დაამთავრა წარჩინებით თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი(1933-1938). შემდეგ იქვე მუშაობდა ასისტენტად, იყო დეკანის მოადგილე, მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში (1941-1945). ის კვლავ სტუ-ის ასისტენტი და დეკანის მოადგილეა (1946-1953). იყო: მათ. ანალიზის კათედრის დოცენტი (1953-1962), მექან.-მათ. ფაკ-ტის დეკანი (1962-1965),  თსუ-ის  ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის დოცენტი (1962-1979). მისი სამეცნ. ინტერესებს განეკუთვნებოდა ჰარმონიული ანალიზი და მწკრივთა თეორია. მიღებული აქვს შედეგი ორმაგი ფურიეს მწკრივების კრებადობის შესახებ. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

თხზ.: Тевзадзе, Н. (1964). О сходимости двойных лакунарных рядов.: Труды Тбилисского университета, 102, 77-85; Тевзадзе, Н. (1964). Заметка о суммируемости двойных рядов Фурьу-Лебега.: труды Тбилисского университета, 117, 163-171; Тевзадзе, Н. (1970). О сходимости двойного ряда фурье функций суммируемой квадратом,: Сообщение АН Грузинской СССР, 58, 2, 277-279.