თევზაძე იური ბენიამინის ძე (14.I.1941-17.VII.2019), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1965) და იმავე წელს დაიწყო მუშაობა ფიზიკის ფაკ-ტის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე; სამეცნ. მივლინებით იმყოფებოდა ბირთვული კვლევების გაერთიან. ინ-ტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიაში (დუბნა, რუსეთი,1967-1974). თ. ი.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატისა და დოქტორის ხარისხები სადისერტაციო ნაშრომებზე: „Lo -ჰიპერონებისა და Ko - მეზონების წაქმოქმნა pˉp - ურთიერთქმედებებში 40 გევ/c იმპულსის დროს“ (1974) და „ნაწილაკების მრავლობითი დაბადება რელატიური ბირთვების დაჯახებისას იმპულსურ ინტერვალში (1-10) A GeV/c” (1994), შესაბამისად. თ. ი. მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის მაღალი ენერგიების ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის კათედრაზე (1974-2005), პროფესორი (1995-დან), კათედრის გამგე (1988-2005). თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სასწავლო სამეცნ. ლაბორ. გამგე (2006-2019). თ. ი. იყო რამოდენიმე საერთაშ. თანამშრომლობის წევრი: პროპანის (PBC-500) (1970-1995), ALICA (A Large Ion Collider Experiment) (CERN, ჟენევა, 1995-2005) და COMET (Co herent Muon to Electron Iransition, იაპონია) (2012-დან). თ. ი.-ის სამეცნ. კვლევის მიმართულებები: ბირთვული ფიზიკა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკა; თ. ი. იყო მრავალი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის ხელმძღვ. და მონაწილე, 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი /თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: ,,COMET - A submission to the 2020 update of the European Strategy for Particle Physics on behalf of the COMET collab" (2018); ,,CHARACTERISTICS OF FAST SCINTILLATION CRISTALS (PART II)" (GESJ: Physics | No.1(17), 2017); ,,ALICE: Physics Performance Report" (ALICE Collab., J.Phys.G 32, 2006). თ. ი.-ს მიღებული აქვს თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. სამეცნ. პრემია ფუნდამენტურ მეცნიერებათა დარგში წარმოებული კვლევათა (1974-1976) ციკლისთვის „Investigation of neutral strange particles in π-p interactions at 40GeV/C” (1977), დაჯილდოვებულია საქართვ. მთავრობის ღირსების ორდენით (2003) და ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2015).