თევზაძე გურამ ბენიამინის ძე
თევზაძე გურამ ბენიამინის ძე

თევზაძე გურამ ბენიამინის ძე (30.I.1932, თბილისი - 31.VIII.2018, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, თსუ-ის პროფესორი, აკადემიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკ-ტი (1954) და ასპირანტურა (1958). დაიცვა საკანდ. დისერტაცია თემაზე: „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორიის კრიტიკა“ (1959), შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „შემეცნების თეორიისა და ონტოლოგიის მიმართების პრობლემა გერმანულ ნეოკანტიანელობაში“ (1963). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტის (ახლანდ. ს. წერეთლის ფილოსოფიის ინ-ტი) უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1959–1965), ფილოსოფიის ისტორიის განყ-ბის გამგედ (1966-1971); იყო თსუ-ის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე (1971-2005); საქართვ. მეცნ. აკადემიის საზ-ებრივ მეცნ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (1993-2007),  ხოლო შემდეგ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (2002-2018). სიცოცხლის ბოლომდე იყო ილიას სახელმწ. უნ-ტის პროფესორი (2006-დან). სამეცნ. კვლევის სფერო: ფილოსოფიის ისტორია, კლასიკური გერმ. იდეალიზმი, ნეოკანტიანელობა, ფენომენოლოგია და ქართ. ფილოსოფიის ისტორია. მის ნაშრომებში ახლებურადაა გააზრებული ი. კანტის სისტემა; ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას (ი. კანტი, გ. ჰეგელი, მ. ჰაიდეგერი, ნ. ჰარტმანი). დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლითა (1998) და ღირსების ორდენით (2002).

თხზ.: თევზაძე, გ. (1963). გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია. თბ., საქართვ. სსრ მეცნ. აკად.; თევზაძე, გ. (1967). ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა. თბ., მეცნიერება; თევზაძე, გ. (1974). იმანუელ კანტი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; თევზაძე, გ. (1993). ანტიკური ფილოსოფია. თბ., განათლება; თევზაძე, გ. (1996). შუა საუკუნეების ფილოსოფია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; თევზაძე, გ. (2002). XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992833335; თევზაძე, გ. (2008). აღორძინების ეპოქის ფილოსოფია. ი. ჭავჭავაძის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789994088881.