თევზაძე გურამ ალექსანდრეს ძე
თევზაძე გურამ ალექსანდრეს ძე

თევზაძე გურამ ალექსანდრეს ძე (19.V.1933, თბილისი-19.XII.1994, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1956). მუშაობდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინტ-ში.თ. გ.-ის კვლევის თემატიკაა: დაბალ წნევებზე მომუშავე ვერცხლისწყლის დიფუზიური სვეტები და დიფუზიის მეთოდით იზოტოპების განცალკევება. მუშაობდა თბილ. სტაბილური იზოტოპების სამეცნ. კვლ. ინ-ტში (1961-დან) მთ. ინჟინრის, დირექტორის მოადგილისა და დირექტორის თანამდებობებზე; იყო ტენიკურ მეცნ. დოქტორი.  სადისერტაციო თემაა: „Об устойчивости кратных звезд типа трапеции“ (1963); გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, საპატენტო სამუშაო და გამოგონებება თემებზე: დიფუზიურ სვეტებში იზოტოპების განცალების კასკადები, BF3 კომპლექსი, C13 და B10/B11 კონცენტრაცია, O18 და ნეონის იზოტოპების გამდიდრება. მათ შორის: „Разделительный каскад из диффузионных колонок“ (Атомная энергия, 1959, N 6, 207); „Трехступенчатая разделительная установка из ртутных масс-диффузионных колонн“ (Атомная энергия, 1968, Т. 24, вып. 5); „Оптимизация полупромышленных ректификационных и обменных установок для производства изотопов“ (Атомная энергия, 1983, Т.  55, вып. 6). თ. გ. იყო სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1985); ასევე მიღებული აქვს სსრკ ატომური ენერგიის მშვიდობიანად გამოყენების კომისიის ჯილდოები.