თევზაძე ალექსანდრე გურამის ძე
თევზაძე ალექსანდრე გურამის ძე

თევზაძე ალექსანდრე გურამის ძე (06.X.1973, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი სპეციალობით თეორ. ფიზიკა (1995). მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ჯერ ასპირანტის, შემდეგ კი სამეცნ. თანამდებობებზე (1996 -დან). ლეუვენის კათოლიკურ უნ-ტში (ბელგია), პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრში ენიჭება დოქტორის ხარისხი (PhD) (2006). სადისერტაციო თემაა: "სიჩქარის წანაცვლებით გამოწვეული ეფექტები მზის და ასტროფიზიკურ დინებებში". მუშაობდა პოსტდოქტორანტის პოზიციაზე ტურინის ასტრონომიულ ობსერვატორიასა (იტალია) და პარიზის ობსერვატორიაში (საფრანგეთი). აირჩიეს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებულ პროფესორად (2009). თსუ-ში იყო წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი (2009-2019), ფიზიკის დარგობრივი სარედაქციო კოლეგიის თავ-რე, სადისერტაციო საბჭოს  მდივანი და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე. არის კარნეგი მელონის უნ-ტის (აშშ) ფიზიკის ფაკ-ის ადიუნქტ-პროფესორი (2012-დან). თ. ა. რის საქართ. განათლების, მეცნიერების, კულტ. და სპორტის მინისტრის მოადგილე. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა უმაღ. განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს (2017-2018).  თ. ა იკავებს ქუთაისის საერთაშ. უნ-ტის რექტორის თანამდებობას (2019-2024). თ. ა.-ს ირჩევენ საქართვ. ეროვნ. ასტროფიზიკური ობსერვ. დირექტორად (2025). თ. ა. არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი (2025-დან), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ევგენი ხარაძის სახ. პრიზი მფლობელი ასტროფიზიკაში და გაერთ. სამეფოს მათ. და მისი გამოყენებების ინ-ტის (IMA) არჩეული წევრი. მისი სამეცნ. ინტერესები მოიცავს პლაზმური ასტროფიზიკისა და რიცხვითი მოდელირების საკითხებს. არის მრავალი სამეცნ. სტატიის ავტორი. მათ შორის: „Linear mechanism of wave emergence from vortices in smooth shear flows“ ( Physical review letters, 1997, N79); „JP Zahn stability and mode coupling in Keplerian flows: local strato-rotational analysis Astronomy“ (Astrophysics, 2008, N 478, 9) „Nonhelical inverse transfer of a decaying turbulent magnetic field" (Physical Review Letters, 2015, N 114.