თევდორაძე ზაზა
თევდორაძე ზაზა

თევდორაძე ზაზა ალბერტის ძე (17.VI.1963, ქ. ქუთაისი). მათემატიკოსი. თსუ-ის დოცენტი(1997), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1996).  დაამთავრა: ქუთაისის ფიზ.-მათ. სკოლა (1980), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1985) და მ. ვ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ასპირანტურა, უმაღლ. გეომეტრ. და ტოპოლოგიის კათედრაზე (1988).  მუშაობდა: თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის მათ. ანალიზის კათედრის მეცნ.-თანამშრომლად (1989-1996) და დოცენტად (1996-2007), თსუ-ის ეკონომ. და ბიზნესის ფაკ-ტის ეკონ. საერთაშ. სკოლის (ISET)  პროფესორად. თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტზე კითხულობდა შემდეგ კურსებს: მათ. ანალიზი, მრავალსახეობათა თეორია, დიფერენციალური განტოლების თვისობრივი თეორია, დიფერენციალური გეომეტრ. და ანალიზური მექან. (სემინარი). ISET-ში კითხულობს კურსებს: მათ. ეკონომისტებისათვის, დისკრეტული დინამიკური სისტემები, ვარიაციული აღრიცხვა და ოპტიმალური მართვა, დინამიკური პროგრამირება. მისი ძირითადი შრომები ეხება დიფერენციალური გეომეტრიის და ტოპოლოგიის ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: დინამიკური სისტემები, იტეგრებადი ჰამილტონის სისტემების ტოპოლოგიური ანალიზი, პუასონის გეომეტრია, ვარიაციული აღრიცხვა და პლატოს ამოცანა, არამკაფიო სიმრავლეთა თეორია. მის ნაშრომს [1] მიენიჭა საქ. მათ. კავშირის პრემია (1997), შესრულებული საუკეთესო ნაშრომისათვის 35 წლამდე ახალგაზრდა მათემატიკოსებს  შორის (1993-1997). ის არის 40-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი.

თხზ.: Tevdoradze, Z. (1997). The Hörmander and Maslov classes and Fomenko's conjecture: Georgian Math. Journal, v. 4, 2, p. 185-200; Tevdoradze, Z. (2005). Some algebraic and geometric structures on Poisson manifolds.:Georgian Math. J., 1 No. 1, 171-179; Tevdoradze, Z. (1998). The vertical cohomology and its application in integrable Hamiltonian systems.:Georgian Math. Journal, v. 5, 3, p. 483-496.