თევდორაძე სოფიო თამაზის ასული (14.X.1964, თბილისი), ფსიქოლ. დოქტორი, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი, სპეციალიზირებულია განვითარების და განათლების ფსიქოლოგიაში. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი (1986) და ასპირანტურა (1997). სწავლობდა თსუ-ის სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის დოქტორანტურაში ფსიქოლ. მიმართულებით (2008–2012), მიენიჭა ფსიქოლ. დოქტორის მეცნ. ხარისხი (2012). დაიცვა დისერტაცია თემაზე:“სიტყვის ბგერითი მხარისა და მნიშვნელობის ურთიერთშესატყვისობა, როგორც მეხსიერების ინტენსიფიკაციის ფაქტორი” (2011). სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტის ასაკობრივი და პედ. ფსიქოლ. კათედრაზე ლაბორანტად (1985–1992), მოგვიანებით - მასწავლებლად (1992–2005). იყო თსუ-ის სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის ფსიქოლ. დეპარტ., განათლებისა და განვითარების ფსიქოლ. მიმართულების ასისტენტ-პროფესორი (2005–2012), იმავე პოზიციას იკავებს თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის განათლების ფსიქოლ. სასწ.-სამეცნ. ინ-ტში (2012-დან). იყო თამარ მეფის სახ. საპატრიარქოს უნ-ტის მოწვეული პედაგოგი (2012–2019) და საქართვ. უნი-ტის ასოცირებული პროფესორი (2012–2025). პარალელურად ეწევა პრაქტ. საქმიანობას: მუშაობდა 165-ე საჯარო სკოლის ფსიქოლოგად (1992–2011), შემდეგ კი არის 55-ე საჯარო სკოლის ფსიქოლოგი ინკლუზიური განათლების მიმართულებით (2012-დან). იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრის კოორდინატორის თანაშემწე (2017–2023). არის თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის აკად. საბჭოს (2025) და სკოლის ფსიქოლოგთა ასოციაციის (GASP) წევრი. თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები და მეთოდური სახელმძღვანელოები, მათ შორის: “ექვსწლიანთა სასწავლო სიძნელეები და სასკოლო დეზადაპტაციის პრობლემა” (მოამბე, 2–3, 2000); “სიტყვის ბგერითი მხარისა და მნიშვნელობის ურთიერთშესაბამისობა, როგორც დახსომების ინტენსიფიკაციის ფაქტორი” (მაცნე – ფსიქოლოგია, 2, 2005); “ზოგიერთი მოსაზრება სიტყვის ბგერითი მხარისა და მნიშვნელობის ურთიერთშესატყვისობის ბუნების შესახებ” (ინტელექტი, 2(25), 2006); “მეხსიერების სხვადასხვა სტრატეგიის ზეგავლენა სახელდების პროცესის მიმდინარეობაზე” (ინტელექტი, 3(38), 2010); “სახელდების საკითხის საფუძვლისთვის” (პიროვნება, კულტურა, საზოგადოება №2, 2012); “აღზრდის სტილის გავლენა ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებაზე” (ინტელექტი №2, 2015); „შფოთვის გამოვლენის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური თავისებურებები უმცროს სასკოლო ასაკში“ (ინტელექტი №2, 2015); „Проблема наименования“ (World Science, №6 2018); „თაობათა თეორია განათლების ეროვნულ კონტექსტში“ (ინტელექტი №1, 2018); “სტრესის დაძლევის სტრატეგიები მოზარდებთან” (ინტელექტი №1, 2023); „თვითეფექტიანობა, როგორც მასწავლებლის ინკლუზიური განათლებისადმი მზაობის ფაქტორი“ (ინტელექტი №1, 2023) და „მასწავლებლის თვითეფექტურობის განცდა ინკლუზიური განათლებისადმი დამოკიდებულების კონტექსტში“ (ქართული ფსიქოლოგიური ჟურნ. №1, 2024).
თხზ.:თევდორაძე, ს. (1999). მეთოდური რეკომენდაციები სკოლის ფსიქოლოგებისთვის. თბ., გამომც. პეგასი.