ტეტუნაშვილი შაქრო
ტეტუნაშვილი შაქრო

ტეტუნაშვილი შაქრო თენგიზის ძე (07.III.1954, ქ. თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა ქ. თბილ. 132-ე საშ. სკოლა (1971), ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1976). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1990), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1997). მუშაობს თსუ–ის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში უფროს მეცნ. თანამშრომლად (2003-დან), ტ. შ. არის სტუ–ის მათ. დეპარტ. პროფესორი (2006-დან), ასევე იყო სტუ უმაღლ. მათ. კათედრა N 63-ის პროფესორი (1997-2006), ტ. შ. სტუ უმაღლ. მათ. კათედრა  N 63-ის დოცენტია (1991-1997), საქართ. ეკონ. და ფინანსთა სამინისტროს სამეცნ.-საწარმოო გამოთვლითი ცენტრის უფროსი მეცნ. თანამშრომელი (1976-1990). მისი სამეცნ. ინტე­რესების სფეროა 1.ჰარმონიული ანალიზი; 2. ორთოგონალური მწკრივები; 3. ფუნქციონალური ანალიზი. ტ. შ.–მ ამოხსნა ჯერადი ტრიგონომეტრიული მწკრივების ერთადერთობის პრობლემა, რ-იც დასმული იყო 1918 წ-ს. დაადგინა ნულ-მწკრივებისა და უნივერსალური მწკრივების მნიშვნელოვანი თვისებები, რითაც გააძლიერა მენშოვის ცნობილი დებულებები. ის იყო 3 ადგილობრივი სამეცნ. გრანტის ხელმძღვ. ტ. შ. არის საერთაშ. ჟურნ. „Transactions of A. Razmadze Mathematical Institute“  სარედაქციო კოლეგიის წევრი. მას მოპოვებული აქვს 4 საერთაშ. გრანტი. მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. პრემია (2007). ტ. შ. არის 2 დოქტორანტის ხელმძღვ.