-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
თეთრაული ციცინო არჩილის ასული (02.IV.1962, თბილისი), ეკონომისტი. წარჩინებით დაამთავრა წარჩინებით თსუ–ის ეკონომიკის ფაკ–ტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით (1980-1985), თბილ ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლ. სკოლის, ინ–ტის იურიდ. ფაკულტეტი (1995-1997). საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებული სახ. მეურნეობის ეკონომიკის დაგეგმვისა და მართვის სამეცნ.-კვლევითი ინ–ტის ასპირანტურა (1993-1996). მუშაობდა საგეგმო კომიტეტის გამოთვლით ცენტრში ლაბორანტად, შემდგომ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად და მეცნიერ თანამშრომლად (1981-1987). საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკის ინ–ტთან არსებული სამეცნ.-კვლევითი და სასწ.-საკონსულტაციო ცენტრის "ეკონომიკური განათლება" დირექტორის მოადგილე, მასწავლებელი (1990-1993); თბილ. ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლ. სკოლა, პრორექტორი, დეკანი (1991-2009); თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის მეცნიერ თანამშრომელი (1991-2025). გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნ. სტატია.
თხზ.: თეთრაული, ც. (2018). ნანოტექნოლოგიების განვითარება და მისი გამოწვევები. სამეცნიერო შრომების კრებული = Proceedings of Scientific Works . N 13. გვ. 537-573; თეთრაული, ც. (2020). ინოვაციები მიწის რესურსების დაცვის სფეროში საქართველოში: თანამედროვე მოდგომები და პერსპექტივები. სამეცნიერო შრომების კრებული = Proceedings of Scientific Works . N 13. გვ. 537-573.; თეთრაული, ც. (2022). ინოვაციების როლი ეკონომიკის განვითარებაში და მაღალი ტექნოლოგიების გამოწვევები. თბ., პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის გამ–ბა ISBN 978-9941-36-049-7; თეთრაული, ც. (2024). ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრული და მდგრადი განვითარების პირობებში მიწასთან დაკავშირებული პრობლემები. ეკონომისტი = Ekonomisti. ტ. XX, N 4. გვ. 116-123. თბ., უნ–ტის გამ–ბა.