-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
თეორიული ფიზიკის კათედრა - სტრუქტურული ერთეული (1932-2006). თსუ-ში დაარსდა თეორ. ფიზიკის კათედრა(1932). კათედრის გამგეები: პროფესორები რ. ხუციშვილი, გ. გორდაძე, ი. ვაშაკიძე, აკად. ვ. მამასახლისოვი, აკადემიის წევრ კორ. ა. ხელაშვილი. საინტერესო შედეგები იქნა მიღებული მსუბუქი ბირთვების კლასტერული მოდელის შექმნაში (ვ. მამასახლისოვი, ი. ვაშაკიძე, გ. ჭილაშვილი, თ. კოპალეიშვილი, მ. კობიაშვილი, რ. ჯიბუტი), მათი შესწავლისას ჰარტრი-ფოკის მეთოდით (ი. ვაშაკიძე, ჯ. მებონია, თ. ჯალაღანია) და ფადეევის ინტეგრალური განტოლების ამოხსნით(გ. ჭილაშვილი, ვ. ტუსკია). ჩამოყალიბდა სამი ნაწილაკის ფადეევის განტოლების ალტერნატიული განტოლება (ა. ხელაშვილი), რ-მაც შემდგომ ფართო გამოყენება ჰპოვა ველის კვანტურ თეორიაში (ვ. გარსევანიშვილი, ა. კვინიხიძე, ა. ხელაშვილი). ახალგაზრდა თაობის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვით ჯ. ჯავახიშვილს, მ. მარგველაშვილს, ნ. წილოსანს, გ. ფანცხავას, ნ. ჩიტაიას, გ. ნიკობაძეს, ო. მუსხელიშვილს, მ. საყვარელიძეს, თ. ნადარეიშვილს, ფ. გუდავაძეს, ი.ლომიძეს.