-
ავტორი
- კატეგორიები: ინჟინერი
ტეფნაძე დიმიტრი ვალერის ძე (18.V.1986, ხაშური), დაამთავრა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტი (2004); მაგისტრატურა - ხელსაწყოთმშენებლობის, ავტომატიზაციის და მართვის სისტემების მიმართულებით (2010); არის ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის თანამშრომელი (2011-დან), მეცნიერ-თანამშრომელი (2011). მონაწილეა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების და გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა სამეცნ. ჟურნალებში:,,BGP-ის დროითი განახლებების ფრაქტალურ მახასიათებლებში (თვისებებში) Worm-ების და Ransomware-ს ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი ცვლილებების შედარება” (საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. მოამბე ტ. 18, №2, 2024); ,,Analysis of the relation between the variation of ASY-H geomagnetic indices and the character of internet interdomain routing during the 2003 haloween geomagnetic strom“ (International Scientific Conference "Geophysical Processes in the Earth and its Envelopes" Proceedings, ISBN 9789941361470, Tb., 2023); ,,Investigation of Dynamic Behavior Variations of the Enguri Arch Dam“ (International Scientific Conference “Modern problems in Geophysics”, Proceedings, ISBN 9789941364341, ISSN 30884349, Tb., 2025).