თედიაშვილი ამირან (გოგი) გრიგოლის ძე (12. XI. 1948, ს. მიტარბი, ბორჯომის რაიონი), გეოგრაფი, გეოლოგი. გეოგრ. მეცნ. კანდ., დოცენტი (1990). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლოგიის ფაკ-ტი, ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1972). მუშაობდა თსუ-ის მარტყოფის ფიზ.-გეოგრ. სტაციონარში, ჯერ ლაბორანტად, შემდეგ ინჟინრად (1973-დან); აეროკოსმოური მეთოდებით გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელ სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად (1982-დან); კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრაზე დოცენტად (1990-დან). კითხულობდა ლექციებს ლანდშაფტების გეოფიზიკაში. მონაწილეობდა: პამირის, ტიან-შანის, ყირიმის, კარპატების, ჩრდილოეთ კავკასიის, ხიბინის მთებისა და სხვა ექსპედიციებში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ფიტომასის როგორც ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსებისა და მათი მდგომარეობის ლანდშაფტურ-გეოფიზიკური მაჩვენებლის კვლევა“ (1984). გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნ. და სამეცნ.-პოპულარული ნაშრომი. „Краткая характеристика трансекты «марткопский стационар-г. Накохари“ (Ландшафтный сборник, 1972); „Динамика фитомассы природно-территориальных комплексов Марткопского стационара“ (Стационарные исследования – что они дали?: [Сборник статей]“, (1987); „Физико-географические особенности Ковалукской возвышенности и ландшафтно-геофизическая характеристика Ковалукского трансекта“ (Стационарные исследования – что они дали?: [Сборник статей]“, 1987).
ლიტ.: ხარაძე, კ. (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982.