-
ავტორი
- კატეგორიები: პერიოდული გამოცემა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, თსუ-ის უმნიშვნელოვანესი სამეცნ.-პერიოდული გამოც. აერთიანებდა უნ-ტის სხვადასხვა ფაკ-ტის მიღწევებს (1936-2005). პერიოდული ორგანო შეიქმნა მეცნ. სხვადასხვა დარგში (ჰუმანიტარული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) სამეცნ. კვლევების გამოსაქვეყნებლად. სხვადასხვა დროს ჟურნ. რედაქტორები იყვნენ: ბოტანიკოსი ნ. კეცხოველი; მათემატიკოსი ვ. კუპრაძე; ისტორიკოსი დ. გვრიტიშვილი და შ. მესხია; ენათმეცნიერი ვ. თოფურია; ლიტერატურათმცოდნე ალ. ბარამიძე, ენათმეცნიერი შ. ძიძიგური და სხვ. შრომების ტომები რეგულარულად იბეჭდებოდა თსუ-ის სტამბაში, რომელთა ნაწილი მოიცავდა კონკრეტულ მიმართულებებს, მაგ: ისტორია, აღმოსავლეთმცოდნეობა, ფილოლოგია.