თავზარაშვილი კახაბერ ნუგზარის ძე
თავზარაშვილი კახაბერ ნუგზარის ძე

თავზარაშვილი კახაბერ ნუგზარის ძე (15.VIII.1974. თბილ.). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ–ტი (1991-1996). მიენიჭა ფიზიკის მაგისტრის ხარისხი (1996). თსუ-ში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფიზ-მათ. მეცნ. კანდიდატის აკადემიური ხარისხი (1999). პოსტდოქტორანტის პოზიციაზე მონაწილეობდა შვეიცარიის ფედერალურ ტექნოლ. ინ-ტის (ETH Zurich), საინფორმაციო ტექნოლ. და ელექტროტექნიკის დეპარტამენტის (D-ITET) სამეცნ. კვლევით პროექტებში (2005-2007). მისი ძირითადი კვლევის მიმართულებები მოიცავს გამოთვლით ელექტროდინამიკას, ნანოოპტიკას, პლაზმონურ ნანონაწილაკებსა და რიცხვით მეთოდებს. არის 70-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა და ორი მონოგრაფიის ავტორი. აქტიურად მონაწილეობდა მრავალ ეროვნ. და საერთაშ. კვლევით პროექტში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა თსუ-ის გამოყენებითი ელექტროდინამიკის ლაბორატორიაში და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე. არის საქართვ. შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის ექსპერტი. ამჟამად საქართვ. უნ-ტში პროფესორის თანამდებობაზე ხელმძღვანელობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე არის კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრის დირექტორი.