- კატეგორიები: მათემატიკოსი ასოცირებული პროფესორი
თავხელიძე ილია ნოშრევანის ძე (06.II.1955 თბილისი), მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, თსუ-ის ასოც. პროფესორი (2006), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (2004). დაამთავრა: ვ. კომაროვის სახ. ფიზ-მათ სკოლა-ინტერნატი (1969-1971), მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში, მექან.-მათ. ფაკ-ტი (1971-1976 ) და - ასპირანტურა (1976-1979). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1979). იყო: ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უმცროსი და უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1980-1988), თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. მუშაობის დარგში და მათ.-ფიზიკის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების განყ-ების გამგე (1988-2005), თსუ-ის გარდაქმნის კოორდინატორი (II. 2005–VI.2005) , ამავე უნ-ტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (VI. 2005– X.2006) და ამავე ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-დან). ის აგრეთვე იყო თსუ-ის სოხუმის ფილიალის – დოცენტი (1997-2007) და აკად. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1998- 2006 ). მისი სამეცნ. ინტერესებია: კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების თვისობრივი თეორია - ამ მიმართულებით მან პროფ. ო. ოლეინიკთან და გრიგორი იოსეფიანთან (რუსეთი) თანამშრომლობით მიიღო ელიფსური ტიპის განტოლბებისათვის სენ-ვენანის ტიპის აპიორული ენერგეტიკული შეფასებები რომლებიც არის საზღვრის გეომეტრიას ითვალისწინებენ, ამ მიმართულებით მიღებულ დამოუკიდებელი შედეგებისათვის მისი შრომების [1] ციკლი დაჯილდოვდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ილია ვეკუას სახ. პრემიით (1984). შემდგომში მან გამოიკვლია მოცულობითი და ზედაპირული კვანძებისა და ხლართების სტრუქტურა, რომელშიც წამყვან როლს ასრულებენ ე. წ. “განზოგადებული მებიუს-ლისტინგის” სხეულები. ამ სხეულების ანალიზურ წარმოდგენაზე დაყრდნობით შეისწავლა და განაზოგადა კლასიკური მებიუსის ფენომენი (თუ კლასიური მებიუსის ლენტის “სიმეტრიის წირის გასწვრივ” გავჭრისას მიიღება ერთი სხეული; “განზოგადებული მებიუს-ლისტინგის” სხეულის ამგვარივე გაჭრის შედეგად მან აჩვენა , რომ მიიღება ერთი ან რამდნიმე სხეული რომელთა “დათვლა” და ცალცალკე მათი “გეომეტრიის” შესწავლაა შევსაძლებელი იმისდა მხედვით თუ როგორაა გაჭრილი ეს სხეული) [2] , ამ თემატიკაში მიღებული შედეგებისაღთვის ის დაჯილდოვდა უკრაინის მათ. კონგრესის ნ. ბოგოლიუბოვის სახ. სამახსოვრო „ოქროს“ მედლით „მათემატიკურ მეცნიერებაში მიღებული მაღალი დონის შედეგებისათვის“ – კიევი, უკრაინა (2009). ის ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედ. და სამეცნ. მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა თსუ-ის ოქროს მედლით (2025). სხვადასხვა დროს ის იყო მიწვეული პროფესორი: ჰაიდელბერგისა და კიოლნის (გერმანია), რომის “La Sapienza” და “Roma-3” და სალერნოს (იტალია), ვილნიუსის (ლიეტუა), ლუვენის კათოლიკურ (ბელგია) უნი-ტებში და პორტუგალიის სამხ. აკადემიაში (ამადორა). ის არის 2 საერთაშ. გრანტის მონაწილე, 43 საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. ფორუმის მონაწილე და მიწვეული მომხსენებელი, რამდენიმე სამეცნ. ჟურნ. სარედაციო კოლეგიის წევრი, მათ შორის აღსანინავია: თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის, სამეცნ.-პოპულ. ჟურნ. „მათემატიკა“ (2013-დან) და საერთაშ. ჟურნ. ”Growth and Form” (2019-დღ) მათ. ფაკ-ტზე კლასიკური კურსების კითხვის პარალელურად მან შექმნა ორიგინ. საწავლო კურსი “მათემატიკის ელემენტები ბუნებასა და ხელოვნებაში”. ის იყო სამი სტუდენტის (“World Federations Students” – 2001-2003) ხელმძღვ. და ასზე მეტი სამეცნ. სტატიის ავტორი.
თხზ.: Tavkhelidze, I. (1983). Analogue of St-Venant’s principle for a polyharmonic equation and application of it, Math. USSR Sbornik, v. 46, N 2. (trans. H.H. McFaden), pp. 237-253; Tavkhelidze, I. (თანაავტორი). (2006). Classification of a Wide Set of Geometric Figures, Surfaces and Lines - (Trajectories), Rendiconti Academia Nazionale delle Scienze detta dei XL, Memorie di Matematica e Applicazioni, Serie V, vol. XXX, Parte 1, 2006 - 124 o, Dalla Fondazione (1782) Roma, pp. 191-212; Tavkhelidze, I. (თანაავტორი). (2013). About “Bulky” Links, Generated by Generalized Mëbius-Listing's bodies GMLn3, Rendiconti Lincei Mat. Appl. 24 pp. 11-38.