- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
თავხელიძე ალბერტ ნიკიფორეს ძე (16.XII.1930, თბილისი –27.II.2010, მოსკოვი). დაამთავრა ვაჟთა მე-8 საშ. სკოლა (1948), თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი. ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვში (1953). სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტში, აკად. ნიკოლოზ ბოგოლიუბოვის ხელმძღვანელობით, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1957). მუშაობდა ქ. დუბნის ბირთვულ კვლევათა გაერთ. ინ-ტის თეორ. ფიზ. ლაბორატორიაში მეცნიერ- თანამშრომლად, გან-ბის გამგედ, თეორიული ფიზ. ლაბორ. დირექტორის მოადგილედ (1956-1970). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოიპოვა ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1963). მაშინ ის მხოლოდ 33 წლის იყო, რაც იმ დროისთვის იშვიათ გამონაკლისად ითვლებოდა. პარალელურად, იყო მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტის (პროტვინო, მოსკოვის ოლქი) თეორ. სექტორის ხელმძღვ. (1965-1970). ნ. ბოგოლიუბოვის და თ. ა.-ის ძალისხმევით, კიევში გაიხსნა უკრაინის სსრ მეცნ. აკადემიის თეორ. ფიზ. ინ-ტი (1967). ამ ინ-ტში თ. ა. შეთავსებით მუშაობდა ელემენტარულ ნაწილაკთა გან-ბის გამგედ (1967-1971). ა. თ.-ის სამეცნ. კარიერა ძალიან შთამბეჭდავია: სსრკ მეცნ. აკადემიის ბირთვულ გამოკვლევათა ინ-ტის ერთ-ერთი დამაარსებელი (მოსკოვი, 1970) და პირველი დირექტორი (1970-1986), მოსკ. მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის პროფესორი (1970-1986), ასევე, თსუ-ის მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზ. პრობლემური ლაბორატორიის მეცნიერ-კონსულტანტი, საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1974; წ.-კორ. 1967), საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის თეორ. ფიზ. გან-ბის გამგე დაარსების დღიდან (1971), თსუ-ის პროფესორი (1987-დან), თსუ-ის ელემენტარული ნაწილაკების ფიზ. კათედრის გამგე (1987-1995), ხელოვნ. და მეცნიერების მსოფლიო აკადემიკოსი (1993), ვაშინგტონის მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1996), თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტის დირექტორი (1995-2004), ამ ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2004), რუსეთის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1990; წ.-კორ. 1984), საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდენტი (1986-2005), იყო რუსეთის მეცნ. აკად. ჟურნ. “თეორიული და მათემატიკური ფიზიკის” (1969) რედაქტორი. აღზარდა ფიზიკოსთა არაერთი თაობა: მ. ელიაშვილი, ვ. მატვეევი, რ. მურადიანი, ა. ხელაშვილი და სხვ. მსოფლიო აღიარება 200-ზე მეტმა სამეცნ. ნაშრომმა მოუტანა. ფიზ. თეორიის არაერთ მიმართულებაში თ. ა.-მ ფუნდამენტური ნაშრომები შექმნა. მისი შრომები ეხება ველის კვანტური თეორიისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ძირითად საკითხებს. ა. ლოგუნოვთან ერთად ველის კვანტურ თეორიაში შემოიტანა და დაამკვიდრა კვაზიპოტენციალის მეთოდი. მიღებული აქვს ჯილდოები და წოდებები: თბილ. საპატიო მოქალაქე (2003), ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2001), ქ. ტროიცკის (რუსეთი) საპატიო მოქალაქე (2001), ღირსების ორდენი (2000), მეცნ. აკად. საერთაშ. ასოციაციის ოქროს მედალი სამეცნ. თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის (1998), ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (1978), ნ. ბოგოლიუბოვის სახ. პრემია (1996, უკრაინა), სსრკ სახელმწ. პრემია (1973, ავტორთა ჯგუფთან ერთად), შრომის წითელი დროშის ორდენი (1970), წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.