-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ჟურნალისტი კურსდამთავრებული საქართველოს პარლამენტის წევრი
თავბერიძე ილია (04. IV. 1969, ოზურგეთი). ქართვ. ჟურნალისტი, მკვლევარი. მან დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1992). იყო საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამ. წევრი პარტ. სიით, საარჩევნო ბლოკიდან- ,,საქრთველოს მოქალაქეთა კავშირის“ (1994-2004). არის საქართვ. საზ. მაუწყებლის ახ. ამბების დეპარტ. კულტ. მიმართულების რედ. (2009); საქართვ. რადიოს გადაცემა „რადიოკალენდარის“ ავტორი და წამყვანი. იყო ჟურნ. „არაბესკის“ (თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრ. გამოც.) მთ. რედ. (2006-2018); ავტორია რამდენიმე წიგნისა და სერიის-„პუბლიკაციები გურიის მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის ისტორიიდან“.
თხზ.: თავბერიძე, ი. (2005). ჯუმათის მონასტრის სიძველეები თბ., საქართვ. საპატრიარქოს გამ-ბა, ISBN 9994085263; თავბერიძე, ი. (2010). XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა, თბ., საქართვ. საპატრიარქოს გამ-ბა. ISBN 9789941912078.