თავართქილაძე ზურაბ იანის ძე
თავართქილაძე ზურაბ იანის ძე

თავართქილაძე ზურაბ იანის ძე (1.I.1971, თბილისი), წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი თეორ. ფიზიკის სპეციალიზაციით (1993). იყო საქ. მეცნ. აკადემიის ასპირანტი, ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ-ტის მაღალი ენერგიების ფიზიკის განყ-ბაში (1993-1996). დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის (PhD) ხარისხი, ნაშრომის სათაური: „U(1) თაობათა სიმეტრია მსსმ-ში და მის მიღმა“(1999). აქვს მუშაობის გამოცდილება შემდეგ უნ-ტებსა და სამეცნ. ცენტრებში: INFN-ის ფერარას სექცია (იტალია, 1996-1998); ჰაიდელბერგის  უნ-ტის თეორ. ფიზიკის ინ-ტი (გერმანია, 2001-2004); ჟენევის საერთაშ. ბირთვული კვლევების ლაბორ. თეორ. განყ-ბა (CERN, 2004-2006); ოკლაჰომას სახელმწ. უნ-ტის მაღალი ენერგიების ფიზიკის განყ-ბა (აშშ, 2006-2009); ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ-ტი (1993-2011); დღემდე არის ილიას სახელმწ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი  ფიზ. და მათემატიკის მიმართულებით (ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა და კოსმოლოგია) საბუნებისმეტყველო და მედ. ფაკ-ტზე (2010). არის სადოქტორო (PhD) და სამაგისტრო სამეცნ. საბჭოს წევრი, ილიაუნიში (2011-დან). არის 79 შრომის ავტორი და თანაავტორი. აქვს  საერთაშ. სამეცნ.  კოლაბორაცია ოკლაჰომას სახელმწ. უნ-ტთან (აშშ), SLAC-თან (აშშ), ჰაიდელბერგის უნ-ტთან (გერმანია). ძირითადი სამეცნ. ინტერესებია ფიზიკა სტანდარტულ მოდელს მიღმა, დიდი გაერთიანება, სუპერსიმეტრია და სუპერგრავიტაცია, მატერიის თაობათა პრობლემა. მასები და შერევები, ნეიტრინოთა ფიზიკა, კოსმოლოგია, ინფლაცია, სამყაროს ბარიონული ასიმეტრია, დამატებითი განზომილებები. იყო 1 სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვ. (2019). ეწევა შემდეგი საეთაშ. ჟურნალების რეფერირებას: Phys. Rev. D; Phys. Rev. Lett; Phys. Lett. B;  Nucl. Phys. B;   Euro. Phys. J. C;   Int. J. Mod. Phys. A; Advances in High Energy Phys.