-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
თავამაიშვილი მარინა შოთას ას (20.XII.1954-11.IX.2020 თბილ.). დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ჟურნალისტიკის და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ-ტები. მუშაობდა თსუ-ში (1980-2006); თ.მ.-მ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (1993); კითხულობდა ლექციებს ჟურნალისტიკის ფაკ-ზე თსუ–ში (1994-2006); ხელმძღვანელობდა თსუ-ში ჟურნალისტიკის სამეცნ.- კვლევით ლაბორატორიას (1996); თ.მ. არის ორმოცდაათამდე სამეცნ. და კვლევითი ნაშრომის ავტორი, რ-ებიც გამოქვეყნებულია თბილისისა და მოსკოვის სახ. უნ-ტების სამეცნ.-კვლევით ჟურნალებში, მათ შორისაა მონოგრაფია-"არჩილ ჯორჯაძის პუბლიცისტური არგუმენტაცია". თ.მ.-მ მ. გუნიასთან ერთად დაარსა სამენოვანი (ქართულ-რუსულ-ინგლისური) შემეცნებით-გასართობი ჟურნ. "ხედი" და მუშაობდა ამ ჟურნალის მთავარ რედაქტორად (2006); გახდა ლიტ. ჟურნალის "საბა/ლიტერატურულის" რედაქტორ - გამომცემელი(2008); თ.მ.-მ და მ. გუნიამ შექმნეს სასწ. კურსი ინტეგრირებული გაკვეთილებისა /ხელოვნება და ინგლისური ენა/ საშ. სკოლის მეოთხე - მეშვიდე კლასის მოსწავლეებისთვის და ამ კურსის შესაბამისად ასწავლიდნენ სკოლის მოსწავლეებს (2010); თ.მ.-მ და მ. გუნიამ დაარსეს თბილ. ფ. შოპენის საზ-ბა, სადაც ახლებური ინტერპრეტაციით არის წარმოდგენილი შოპენის ცხოვრება და შემოქმედება, რითაც უფრო თვალნათლივ გამოვლინდა საქართვ., პოლონეთისა და საფრანგეთის კულტურულ ურთიერთობათა სიახლოვე და საერთო იდეალები; სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის მსგავსება (2013).
თხზ.: თავამაიშვილი მ. (1993). არჩილ ჯორჯაძის პუბლიცისტური არგუმენტაცია. უნ-ტის გამ-ბა; თავამაიშვილი, მ. (2014). ალუბლის ბაღი : ლექსები. თბილ. ფ. შოპენის საზ-ბა; თავამაიშვილი, მ. (2017). პოეზია მუსიკის გულია: შოპენის ბოლერო : Poetry is the heart of musik : The bolero of Chopin. თბ.; თავამაიშვილი, მ. (2017). შოპენის ტარანტელა. თბილ. ფ. შოპენის საზ-ბა.