თავაძე ლერი შალვას ძე
თავაძე ლერი შალვას ძე

თავაძე ლერი შალვას ძე (23. I. 1984, სამტრედია), ისტორიკოსი, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი (2012). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (2005), ჰუმანიტარული ფაკ-ტი (2007), დოქტორანტურა (2012) და გახდა ისტ. დოქტორი (2012). მისი სადისერტაციო ნაშრომია: „ბიზანტიური საიმპერიო ტიტულატურა საქართველოში“ (2012). იყო თსუ-ის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნ. საზ-ბის წევრი (2004-2018). თ. ლ-მ მიიღო თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის სახ. სტიპენდია (2006); იყო საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის პროექტის „საქართველო და გარე სამყარო“ ძირითადი შემსრულებელი (2006-2009); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ლაბორანტი (2007-2012); პოლონურ-კავკასიური სკოლის მონაწილე (ვარშავა-ვროცლავი, პოლონეთი, 2008); მიენიჭა შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ილია ჭავჭავაძის სახ. სტიპენდია (2009), საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სახ. სტიპენდია (2009); Erasmus Mundus სტიპენდია (ანჟე, საფრანგეთი, 2009-2010). იგი იყო FaRiG (Friends of Academic Research in Georgia) როთშოლდის გრანტის მფლობელი და ძირითადი შემსრულებელი (2011-2012); დავით აღმაშენებლის სახ. საქართვ. ეროვნ. თავდაცვის აკად. მოწვეული ლექტორი (2012); შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტის „ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეები“ ძირითადი შემსრულებელი (2014-2020); სან დიეგოს სახელმწ. უნ-ტის (კალიფორნია, აშშ) საქართვ. ლექტორი (2016-); შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტის „საქართველო VIII საუკუნეში (პოლიტიკური ისტორია)“ სამეცნ. ხელმძღვ. და ძირითადი შემსრულებელი (2019-2020); შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტის „ქორეპისკოპოსი და მეფე: კახეთის პოლიტიკური ისტორია VIII-XII საუკუნეებში“ სამეცნ. ხელმძღვ. და ძირითადი შემსრულებელი (2021-2022); შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტის „რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა საქართველოში (ეთნიკური და დემოგრაფიული ცვლილებების სურათი)“ კოორდინატორი და ძირითადი შემსრულებელი (2022-2025); მან მიიღო საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საპატიო სიგელი ისტ. დარგში შეტანილი მიღწევებისთვის (2022); თ. ლ. იყო თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი (2022-2025); შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტის „საქართველო მუსლიმურ სამყაროსა და ევრაზიის სტეპს შორის: (პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები VII-X საუკუნეებში)“ სამეცნ. ხელმძღვ. და ძირითადი შემსრულებელი (2023). მას გადაეცა საქართვ. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის სიგელი მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (2024), იგი აგრეთვე იყო შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტის „ანტიოქიის ქართული სიძველეები: (ვახტანგ ჯობაძის სამეცნიერო მემკვიდრეობა და თანამედროვე კვლევები)“ ძირითადი შემსრულებელი (2025).

თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): თავაძე, ლ. (თანაავტორი). (2012). საქართველოს ისტორია 9: მოსწავლის წიგნი. თბ., კლიო. ISBN: 9789941415890; თავაძე, ლ. (2016). მაგისტროსი საქართველოში და ქართველი მაგისტროსები ბიზანტიის იმპერიაში. თბ., მერიდიანი. ISBN: 9789941250255; თავაძე, ლ. (თანაავტორი). (2020). ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები. ტ. 1-3. თბ., სამშობლო. ISBN:  9789941973802; თავაძე, ლ. (2020). საქართველო VIII საუკუნეში: პოლიტიკური ისტორია. თბ., უნივერსალი. ISBN: 9789941267079; თავაძე, ლ. (2020). კვირიკე III დიდი. თბ., პალიტრა L. ISBN: 9789941321849; თავაძე, ლ. (2022). ქორეპისკოპოსი და მეფე: კახეთის პოლიტიკური ისტორია VIII-XII საუკუნეებში. თბ., კოლორი. ISBN: 9789941818578; თავაძე, ლ. (თანაავტორი). (2023). საქართველოს მმართველთა ენციკლოპედია. თბ., ნოტა ბენე. ISBN: 9789941852336.