-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი
თავაძე გივი გიორგის ძე (16.V.1991, თბილისი), გეოგრაფი, საზ. გეოგრაფიის მაგისტრი, ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის საზოგად. გეოგრაფიის განყ-ბის მეცნიერ-თანამშრომელი. დაამთავრა თსუ-ის სოციალურ და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ის საზ. გეოგრაფიის მიმართულების ბაკალავრიატი (2013) და მაგისტრატურა (2016). ბაკალავრის ხარისხი მიიღო თემაზე „საერთაშორისო ურთიერიერთობები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში თურქეთის რესპუბლიკის მაგალითზე“, ხოლო მაგისტრის ხარისხი თემაზე „ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გეოგრაფიული ასპექტები“. მაგისტრატურაში სწავლის პარალელურად მუშაობა დაიწყო თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის საზ. გეოგრაფიის განყ-ბაში ჯერ ლაბორანტის (2013-2018), ხოლო შემდეგ მეცნიერის თანამდებობაზე (2018). 2017 საქართვ. მეცნ. აკადემიის ჟურნ-ში „Bulletin of Georgian National Academy of Sciences“. თ. გ.-ის თანაავტორობით გამოიცა სტატია „ტერორისტული წარმონაქმნის „დაიშ“-ის ტერიტორიული პრეტენზიები: არსებობს თუ არა ისტორიულ-გეოგრაფიული ლოგიკა?“ (ტ.11, N2) (2017). იმავე წელს მონაწილეობა მიიღო საქართვ. გეოგრ. საზ-ების კონფერნციაში და წარადგინა პრეზენტაცია „ისლამური სახელმწიფოს სახელმწიფოებრიობის შეფასება“. ნაშრომი შევიდა საზ-ების წლიურ კრ-ში. საქართვ. მეცნ. აკადემიის ჟურნალში გამოიცა თ. გ.-ის სტატია „ქურთული ენის დიალექტი და დამწერლობის გავრცელება ახლო აღმოსავლეთში“ (ტ. 13. N1,2019). თ. გ.-ის თანავტორობით „Georgian Geographical Journal“-ში გამოიცა სტ. „Demographic Issues of Social-Economic Development of Eastern Georgia: Population as a Demographic Potential“ (2022), „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა XX-XXI-ე საუკუნეებში“ (2023). თ. გ. მონაწილეობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის საზ. გეოგრაფიის განყ-ის ექსპედიციებში: სამცხე-ჯავახეთი (2021), აჭარის არ (2021), იმერეთი (2022), რაჭა-ლეჩხუმი და ქვ. სვანეთი (2024, 2025). თ. გ.-მ მონაწილეობა მიიღო თურქეთის რესპუბლიკაში გამოცემულ წიგნში „საქართველო“ (2022). მას ეკუთვნის პირველი თავი: „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“. წიგნი გამოიცა 2024 ბოლოს თურქეთის რესპ-ის დედაქალაქ ანკარაში. თ. გ. არის სხვადასხვა კონფერენციების მონაწილე: ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის 90 წლისადმი მიძღვნილი კონფრენციაში (2023), საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში „From Theory to Applied Geography – GSG100“ (2024) და სხვ.
თხზ: Tavadze, G. (თანაავტორი) (2022). Demographic Issues of Social-Economic Development of Eastern Georgia: Population as a Demographic Potential. Georgian Geographical Journal, 2 (1); Tavadze, G. (2023). Administrative-territorial Organisation of Georgia in the 20th and 21st Centuries. Georgian Geographical Journal, 3(1); Tavadze, G. (2023). The Geography of the Rugby World Cups and Some Tourism Issues. Georgian Geographical Journal, 3(2); Tavadze, G. (თანაავტორი) (2025). Prospects of Tourism Development in Zemo Racha and Their Reflection Among the Local Society. Georgian Geographical Journal, 5(1), pp.63–73; Tavadze, G. (2025). Administrative-Territorial Organisation of the States in the Caucasus Region in the 20th Century and the Beginning of the 21st Century. Georgian Geographical Journal, 5(1), pp. 88–109.