თათრიშვილი თამარ ნუგზარის ასული (12.III.1967, თბილისი). ქიმიკოსი. ქიმიის დოქტორი. თ. თათრიშვილმა დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკულტეტი (1990). იმავე წელს ჩააბარა ასპირანტურაში (1990-1997). თსუ-ში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (2002). მუშაობდა თსუ-ის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრაზე ლაბორანტად (2002), უფროს ლაბორანტად (2003-2005), სასწ. ლაბორ. გამგედ (2005-2007). სტუდენტობის პერიოდში იყო თსუ-ის დიდი სამეცნ. საბჭოს წევრი (1988-1990), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. (ზსმ) ფაკ-ტის სასწ. პროცესის მართვის სამსახურის უფრ. სპეციალისტი (2007-2020), შემდეგ კი მთ. სპეციალისტი (2020-დან). მაკრომოლეკულების ქიმიის და პოლიმერული მასალების სამეცნ. კვლევითი ინ-ტის მაკრომოლეკულურ ნაერთთა სინთეზის განყ-ების გამგე (2009-დან), ინ-ტის დირექტორი (2022-დან). საქართვ. ქიმიური საზ-ების წევრი (1990-დან), „საქართველოს ქიმიური ჟურნალის“ აღმასრ. რედაქტორი (2021-დან). საერთაშ. სამეცნ.-ტექნ. ჟურნ. „ქიმია და ქიმიური ტექნოლოგია“ სარედაქციო კომიტეტის წევრი (ლვოვის პოლიტექ. ინ-ტი, უკრაინა, 2026-დან). იგი არის ორი დოქტორანტის, მრავალი საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვ. სხვადახსვა წლებში წაკითხული აქვს ლექციები: მაკრომოლეკულების ქიმია; პოლიმერული მასალები; ქიმიის ისტორია; ელემენტორგანული პოლიმერები; მაკრომოლეკულების ქიმიის რჩეული თავები; მაკრომოლეკულურ ნაერთთა კვლევის ფიზიკური მეთოდები; მაკრომოლეკულური ნაერთების და პოლიმერული მასალების ფიზიკა-ქიმია; პოლიმერული მასალების ტექნოლოგია; პოლიმერების ქიმია (ქართულ და ინგლისურ ენაზე); ქიმიის შესავალი (ინგლისურ ენაზე). თ.თ. მონაწილეობდა ადგილობრივ (5) და საერთაშ. (3) საგრანტო პროექტებში (2006-2025), იყო პროექტის სამეცნ. ხელმძღვ. და კოორდინატორი. მონაწილეობდა საერთაშ. და რესპუბლიკურ კონფერენციებში (18). იყო საერთაშ. კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და თავ-რე. წაკითხული აქვს სექციური და პლენარული მოხსენებები. თ.თ.-ს მიმდინარე სამეცნ. ინტერესები მოიცავს: პოლიმერული კომპოზ. მასალებისათვის საქართვ. მინერ. ნედლეულის გამოყენება და მათ ბაზაზე ახალი დენგამტარი კომპოზიციების მიღება და ტექნიკაში დანერგვა; ფუნქციონალიზირებული, ე.წ. “ცოცხალი ჯგუფების” შემცველი, სხვადასხვა შედგენილობის პოლიმერების სინთეზი და კვლევა. აღნიშნული პოლიმერების შემდგომი გამოყენება სპეციფ. თვისებების მქონე ბლოკ- და გრაფტ-პოლიმერების მისაღებად. პოლიმერების კვლევის ფიზიკურ-ქიმიურ მეთოდებთან ერთად მოლეკულური მოდელირების მეთოდების გამოყენება; საქართვ. ბუნებრივი ნედლეულის (ანდეზიტი, დიატომიტი, კლინოპტილოლიტი, ბენტონიტური თიხები) ბაზაზე აქტიური შემავსებლების მიღება და კომპოზიციური მასალები მათ ბაზაზე. ასევე ფოქტოქრომული ფრაგმენტების შემცველი პოლიმერების სინთეზი და მათი გამოყენება ჭკვიანი მასალების მისაღებად. თ.თ.-ს მიღებული აქვს საქართვ. შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის პრემია „საუკეთესო სამეცნიერო ჯგუფი 2018" ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში. მიღებული აქვს ჯილდო- გერმანიის აკად. გაცვლის სერვისი (DAAD 2013) და (DAAD -2016)- გერმანია, ქ. მაინცი, მაქს- პლანკის პოლიმერების სამეცნ. კვლევითი ინ-ტი.
თხზ.: თათრიშვილი, თ. (2015). მაკრომოლეკულების ქიმია, I და II ტ. მეორე გამოც. თბ., უნ–ტის გამ–ბა; Tatrishvili, T. (თანაავტორი). (2020). Comb-Type Fluorine-Containing Polymer Electrolyte Membranes. Materiali In Tehnologije. Volume54, Issue1, Page33-39; Tatrishvili, T. (თანაავტორი). (2020). Polymers for Advanced Technologies, Volume31, Issue11, Page 2504-2511; Tatrishvili, T. (თანაავტორი). (2023). Light-Stimulated Lowering of Glucose Concentration in a Dextrose Solution Mediated by Merocyanine Molecules. Volume 57, Issue2, Page119-125; Tatrishvili, T. (2024). Environmental Technology and Sustainability -Physical, Chemical and Biological Technologies for Environmental Protection. Apple Academic Press; Tatrishvili, T. (თანაავტორი). (2024). Wood Flour Composites: Obtaining and Research. Chem. Technol, 18(4), 567-579; Tatrishvili, T. (თანაავტორი). (2024). Eco-Friendly Bamboo-Based Composites. Chem. Technol, 18(1),44–56; Tatrishvili, T. (თანაავტორი). (2024). Novel Composites Based on A Natural Raw Material and Silylated Polystyrene. Chem. Technol, 18(4), 580-591; Tatrishvili, T. (2025). Advanced Topics in Polymer Chemistry and Materials Science. Apple Academic Press; Tatrishvili, T. (2025). Advances in Engineering Materials Preparation for Sustainable Process Development. Apple Academic Press; თათრიშვილი, თ. (2025). მაკრომოლეკულების ქიმია, I და II ტ. მეორე გამოცემა. თბ., უნ–ტის გამ–ბა.