-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
თათრიშვილი ფრიდონ გიორგის ძე (23.XII.1939, გორი). დაამთავრა ქ. გორის უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი (1963); მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე უფრ. მეცნიერ-თანამშრომელის პოზიციაზე (1967-1970); ამავე ფაკ-ტთან არსებულ მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში (1970-დან); შემდეგ ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (1980-დან); ასრულებდა ინ-ტის დირექტორის მოადგილის მოვალეობას (1980-2006); თ. ფ. არის რამოდენიმე ადგილ. და საერთაშ. კონფერენციის მონაწილე; სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია სხვადასხვა ჟურნ. და კონფერენციების მასალებში, მაგ.: „წყალბადის ბუშტოვანი კამერა“ (თსუ ფიზიკის ფაკ-ტის სამეცნ. კონფერენია, მოხსენებათა თეზისები, 1971); „დაბალტემპერატურიანი ბუშტოვანი კამერის და ფოტოგრაფირების სისტემა“ (თსუ-ის შრომები ტ (146, A4, 1972). თ. ფ. არის ერთი წიგნის ავტორიც. თანამშრომლობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტთან (JINR, რუსეთი) და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტთან (IHEP, პროტვინო, რუსეთი) (1970-დან), მონაწილეობდა თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტებზე მიმდინარე სამეცნ. კვლევებში.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): თათრიშვილი, ფ. (თანაავტორი). (1980). ფიზიკის ამოცანათა კრებული: უმაღლეს სასწავლებლებში შემსვლელთა დასახმარებლად. თბ.