ტატიშვილი ირინე მიხეილის ასული
ტატიშვილი ირინე მიხეილის ასული

ტატიშვილი ირინე მიხეილის ასული (20. VII. 1958, ქ. თბილისი) ისტორიკოსი, თსუ-ის პროფესორი (2006). დაამთავრა  თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1980). არის ისტორიულ მეცნ. კანდ. (1988), ისტ.ორიულ მეცნ. დოქტორი (2002); იყო თსუ-ის ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. (დღეს თსუ-ის ისტ. და ეთნოლოგიის) ინ-ტის ძვ. ისტორიის განყ-ბის უფრ. ლაბორანტი (1980-1982), უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1982-1988), მეცნიერ-თანამშრომელი (1988-1991), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1991-2003), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (2003-2006), მთ. მეცნიერ-თანამშრომელი, ძვ. ისტორიის განყ-ბის გამგე (2006-2018); თსუ-ის ასირიოლოგიის კათედრის დოცენტი (1995-2004), პროფესორი (2004-2006), ასირიოლოგიის კათედრის გამგე, სრული პროფესორი (2006-იდან); ტ. ი. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა სალექციო კურსებს: ასირიოლოგიის შესავალი; ხეთური რელიგია; ხეთური ენა;  ხეთური რელიგ. ტექსტები; ხეთური სამართ. ძეგლები; ხათური ენა; ხათური ტექსტები; აქადური ენა; აქადური ენის დიალექტები; ხამურაბის კანონები; ასურული ისტ. ტექსტები; ანატოლიური ენები. ტ. ი-ს კვლევის სფეროებია: წინააზიური რელიგიები; მითოლოგია; სამართალი; ხეთური ლექსიკოგრაფია. ტ. ი-ს სამეცნ. ნაშრომების მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება ხეთური რელიგიის შესწავლას. ამ სფეროში მისი კვლევის ძირითადი შედეგები ასახულია მონოგრაფიაში „ხეთური რელიგია“ (2001, 2004) და მის მრავალრიცხოვან სამეცნ. პუბლიკაციებსა და მოხსენებებში. ტ. ი-ს ათწლიანი მუშაობის შედეგს წარმოადგენს მის მიერ შედგენილი „ხეთურ-ქართული  ლექსიკონი“ (გამოცემული ათ ნაკვეთად, 2006-2014) და „ქართულ-ხეთური ლექსიკონი“ (2017). ეს ლექსიკონები გათვალისწინებულია როგორც ხეთური ენის შემსწავლელი სტუდენტებისთვის, ასევე ენათმეცნიერებისთვის, კავკასიოლოგებისთვის და ხეთური ენით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. ხეთური ენის ლექსიკონზე მუშაობის პარალელურად, ტ. ი-მ გამოაქვეყნა „აქადური ენა“ (2009), რ-იც განკუთვნილია, პირველ რიგში, სახელმძღვანელოდ სტუდენტებისთვის, რ-ებიც თსუ-ში აქადურ ენას და ასირიოლოგიის სპეციალობას ეუფლებიან. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ტ. ი. მონაწილეობდა  საერთაშ. ასირიოლოგიურ, ხეთოლოგიურ, კავკასიოლოგიურ კონგრესებში, აქტიურად თანამშრომლობდა უცხოეთის სამეცნ. ცენტრებთან (მაგ., პარიზის ჰუმანიტარულ მეცნ. სახლი / Maison des Sciences de l’Homme, კოლეჟ დე ფრანსი / Collège de France,  სამეცნ. კვლევების ეროვნ. ცენტრი (პარიზი) / Centre National de la Recherche Scientifique, ბრემენის უნ-ტი). ტ. ი. დაჯილდოებულია ღირსების მედლით (2022).

თხზ.: ტატიშვილი, ი. (2006). ხეთურ-ქართული ლექსიკონი, I: A. თბ.,  ლოგოსი, ISBN9994031155; ტატიშვილი, ი. (2007). ხეთურ-ქართული ლექსიკონი, II : E-H-I. თბ., ლოგოსი, ISBN 9789994031405; ტატიშვილი, ი. (2009). ხეთურ-ქართული ლექსიკონი, III : K. თბ., ლოგოსი, ISBN9789941401657; ტატიშვილი, ი. (2010). ხეთურ-ქართული ლექსიკონი, IV : L-M-N. თბ., ლოგოსი, ISBN9789941401725; ტატიშვილი, ი. (2011). ხეთურ-ქართული ლექსიკონი, V : P. თბ., ლოგოსი,  ISBN9789941401862; ტატიშვილი, ი. (2012). ხეთურ-ქართული ლექსიკონი, VI : Š. თბ., ლოგოსი, ISBN9789941437168; ტატიშვილი, ი. (2012). ხეთურ-ქართული ლექსიკონი, VII : T. თბ., ლოგოსი,  ISBN9789941437243; ტატიშვილი, ი. (2012). ხეთურ-ქართული ლექსიკონი, VIII : U-W-Z. თბ., ლოგოსი,  ISBN9789941437281; ტატიშვილი, ი. (2013). ხეთურ-ქართული ლექსიკონი, IX: შუმეროგრამები. თბ., ლოგოსი, ISBN9789941437465; ტატიშვილი, ი. (2014). ხეთურ-ქართული ლექსიკონი, X : აქადოგრამები. თბ., ლოგოსი, ISBN9789941437663; ტატიშვილი, ი. (თანაავტორი). (2021). ზაფხულის მოკლე ღამე. ძველაღმოსავლური ლოცვები და ჰიმნები თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN9789941491009.