-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ტატიშვილი ალექსანდრე ზურაბის ძე (13.III.1927, თბილისი)- ინჟინერ-მშენებელი პროფესორი. დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ–ტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით (1950) და ასპირანტურა მოსკოვის მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის სამშ. ტექნიკის ინ–ტში (1954). იმავე ინ-ტში მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად. აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:” პლასტიფიცირებული დანამატების გამოყენება მსუბუქ ბეტონებში” (1955). მუშაობდა: საქართვ. საშენ მასალათა სამეცნ.-კვლევით ინ-ტში ბეტონების ტექნოლოგიის ლაბორ. ხელმძღვანელად (1959-1972), შემდეგ დირექტორის მოადგილედ სამეცნ. დარგში. კითხულობდა ლექციებს საქართვ. პოლიტექნიკურ ინ-ტში (1958-1977). იყო დოცენტი (1978), პროფესორი (1985), თსუ-ის არასამრეწველო საწარმოთა ტექნიკის კათედრის გამგე (1978-დან), სამშ. და საყოფაცხოვრებო ტექ. და ტექნოლ. კათედრის გამგე (1983). არასამრეწველო საწარმოთა ეკონ., ორგანიზაციისა და სამშ. და საყოფაცხოვრებო ტექნიკის კათედრები გაერთიანდა და ეწოდა მშენებლობისა და მომსახურების სფეროს ეკონომიკის, მართვისა და ტექნიკის კათედრა, რომლის გამგედაც იგი დაინიშნა (1989). აირჩიეს საქართვ. საინჟ. აკადემიის წ.-კორ-ად (1996). ავტორია 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა და 3 გამოგონებისა. სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთის კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.
თხზ.: Татишвили, Ал. (1963). Легкие бептоны на естественных и искуственныж заролнителях. Тб., Саб., Сакартвело; ტატიშვილი, ალ. (1990). ძირითადი საშენი მასალები და ნაკეთობანი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ტატიშვილი, ალ. (თანაავტორი). (1998). შენობა-ნაგებობათა აგების (სამშენებლო წარმოების) ტექნოლოგია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ტატიშვილი, ალ. (2000). ლაბორატორიული პრაქტიკუმი საშენ მასალებში. თბ., უნ-ტის გამ-ბა.