ტატიაშვილი ლეილა ტარიელის ასული
ტატიაშვილი ლეილა ტარიელის ასული

ტატიაშვილი ლეილა ტარიელის ასული (04.III.1961, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1984). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ციკლოდიენების კატალიზური სინთეზი“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1998). იყო პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ორგ. კატალიზის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (1980-1993), უჯერ ნაერთთა ქიმიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (1993-1998), ქიმ. ეკოლოგიის პრობლემათა ლაბორ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1998-2010). არის თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ქიმ. ეკოლ. პრობლემათა ლაბორ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-2018) და მეცნიერ თანამშრომელი (2018-დან). მისი მეცნ. ინტერესების სფეროა: ორგ. ქიმია; გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი; გარემოს ქიმია. ჩატარებული აქვს სამუშაოები მეორადი გადამუშავების ბუნებრივ ნარჩენებზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მისაღებად. ჩატარებული აქვს კვლევები აფლატოქსინების ადსორბციის მიმართულებით სულფიდური ლიგნინისა და იონიზირებული კლინოპტილოლიტის ბაზაზე დამზადებული პრეპარატებით, გააქტივებული ნახშირითა და გრაფენის ოქსიდით. აღნიშნულ საკითხებს ეხება მისი თანაავტორობით გამოქვეყნებული სამეცნ. პუბლიკაციები: „Research of Adsorption Aflatoxins by Technical Lignin“ (World Science, 2021, 10(71)) და „Aflatoxins Adsorption by Lignin Treated with Sodium Hydrocarbonate Using Technogenic Raw Materials“ (Bull. Georg. Natl. Acad. Sci, 2024, v.18). მონაწილეობს საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში და თანაავტორია სამეცნ. კონფერენციების თეზისების.