ტატაშიძე (ტინტილოზოვი) ზურაბ კონსტანტინეს ძე
ტატაშიძე (ტინტილოზოვი) ზურაბ კონსტანტინეს ძე

ტატაშიძე (ტინტილოზოვი) ზურაბ კონსტანტინეს ძე (24.IX.1928, საჩხერე – 12.VI.2011), გეოგრაფ-სპელეოლოგი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1979), საქართვ. მეცნ. აკად. წევრ-კორესპოდენტი (1997), საქართვ. ეროვნ. სპელეოლოგიური საზ-ბის პრეზიდენტი, სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურიატი. დაამთავრა საჩხერის მე-2 საშ. სკოლა (1946). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი გეომორფოლოგიის სპეციალიზაციით (1951). ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის კურსი (1951-1954). დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია-„მდინარე ყვირილას აუზის გეომორფოლოგიისთვის“ (1955), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია-„დასავლეთ საქართველოს კარსტული სიღრუეების მორფოლოგიური ანალიზი“ (1973). მუშაობდა გორის სახელმწ. პედ. ინ-ტში, ხოლო შემდეგ თბილ. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტში (ამჟამად სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტი), საქართვ. მეცნ. აკად. ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში უმცრ. მეცნ. თანამშრომლად (1957-1975), შემდეგ უფრ. მეცნ. თანამშრომლად (1975-დან), ხელმძღვანელობდა ამ ინ-ტის კარსტოლოგია-სპელეოლოგიის ლაბორატორიას, შემდეგ გახდა ინ-ტის დირექტორი (1993-დან). შეთავსებით მუშაობდა თსუ-ის გეომორფოლოგიის კათედრის გამგედ (1982-დან). მისი ინიციატივით გეომორფოლოგიის კათედრასთან ჩამოყალიბდა გეოეკოლ. სამეცნ.-კვლ. ლაბორატორია. ტ.ზ.-ს გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მის სამეცნ. მოღვაწეობაში უმთავრესი ადგილი უკავია საქართვ. და საერთოდ, მთიანი ქვეყნების კარსტის პრობლემების კვლევას. მან გაამდიდრა გეოგრ. მეცნიერება ახალი სპელეოლოგიური აღმოჩენებითა და დასკვნებით, რამაც არსებითად განსაზღვრა საქართვ. ახალი, პერსპექტიული სამეცნ. მიმართულების – მღვიმეთმცოდნეობის დაფუძნება. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით საქართველოში აღმოჩენილი და შესწავლილია მრავალრიცხოვანი მღვიმე-უფსკრული, მათ შორისაა ახალი ათონის მღვიმური სისტემა, რ-ის აღმოჩენისა და ათვისებისათვის მას მიენიჭა სსრკ-ს სახელმწ. პრემია. მის მიერ გამოთქმული პროგნოზით, დადასტურდა ბზიფის კირქვული მასივის წიაღში მრავალ ასეულკილომეტრიანი მღვიმური სისტემის არსებობა. ასევე ტ.ზ.-სა და მისი კოლეგების ძალისხმევით გამოვლინდა მსოფლიოში უღრმესი ჰიდროგეოლოგიური სისტემების არსებობა. მის ნაშომებში გაშუქებულია მთის ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტის ევოლუციის საკითხები. ამ ექსპედიციების შედეგად მოპოვებულია დიდძალი ფაქტობივი მასალა. ტ.ზ. იყო საქართვ. კარსტული მღვიმეების კადასტრის ერთ-ერთი შემდგენელი (შ. ყიფიანთან, ა. ოქროჯანაშვილთან, ჯ. ჯიშკარიანთან ერთად), რ-იც გამოსცა  ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტმა (1966). მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე საქართვ. მღვიმეების კვლევისადმი მიძღვნილი არაერთი ნაშრომი: ქუთაისის მიდამოებში (1959), გუმისთის აუზში (1963), ანაკოფიის (ივერიის) უფსკრულის (1964, 1965, 1966), დურიფშის პლატოზე (1965), არაბიკის კირქვული მასივის (1965, 1969), ბზიფის კურქვული მასივის (1988) და სხვ. ტ.ზ. იყო გეომორფოლოგიური ლექსიკონის ერთ-ერთი შემდგენელიც (1996). ტ.ზ. იყო არაერთი მონოგრაფიის, კრებულის, სახელმღვანელოსა და სასწ.-მეთოდური ლიტერატურის რედაქტორი:ცხოვრებაშვილი, შ.  მოკლე მეთოდური მითითებები და საკურსო ნაშრომების თემატიკა „ზოგად დედამიწისმცოდნეობაში“ (1982), ჩანგაშვილი, გ.  ,,ღვარცოფული პროცესები შიგნით კახეთში და მათთან ბრძოლის ღონისძიებები“ (1983),  ცხოვრებაშვილი, შ.  სამუშაო პროგრამა „ზოგად დედამიწისმცოდნეობაში“ (1984), ცხოვრებაშვილი, შ.  მეთოდური მითითებები გეომორფოლოგიაში (1989), ცხოვრებაშვილი, შ.  ზოგადი დედამიწისმცოდნეობის პროგრამა (1991), ჯაოშვილი, შ. საქართველოს მოსახლეობა: ისტორ.-დემოგრ. და ეკონ.-გეოგრ. გამოკვლევა (1996), კეკელია, ჯ. კარტოსემიოტიკა: კარტოგრაფიულ ნიშანთა თეორიის ზოგადი საკითხები (1998), საქართველოს გეოგრაფიის აქტუალური პრობლემები (2001), გეოგრაფია და თანამედროვეობა, საიუბილეო კრებული (2003), ბონდირევი, ი., სეფერთელაძე, ზ., სალუქვაძე, ე. თბილისის და მისი შემოგარენის ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაცია (2008) და სხვ. მან შეადგინა სასწ. პროგრამა „კარსტმცოდნეობის საფუძვლებში“ თსუ-ის გეოგრ. სპეციალობის სტუდენტებისათვის (1992). ტ.ზ. მონაწილეობდა ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. კონგრესებსა და კონფერენციებში. იყო არაერთი სამეცნ.-მეთოდური და სპეციალიზებული საბჭოების წევრი, საქართვ. გეოგრ. საზ-ბის პრეზიდიუმის წევრი, განათლების სამინისტროსთან არსებული გეოგრ. სასწ. მეთოდსაბჭოს თავ-რე, საერთაშ. და რესპუბლიკის სამეცნ. საბჭოების, სარედაქციო კოლეგიების წევრი. მას მინიჭებული ჰქონდა სსრკ სახემწ. პრემია (1977). დაჯილდოებული იყო აფხაზეთისა (1982) და საქართვ. უმაღლ საბჭოების პრეზიდიუმების საპატიო სიგელებით(1984), ღირსების ორდენით (1998).

თხზ.:ტინტილოზოვი, ზ. (1963). სპელეოლოგიური დაკვირვებანი აღმოსავლეთ გუმისთის აუზის კარსტულ მღვიმეებში. საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები, თბ., ტ. 2, გვ. 31-42; ტინტილოზოვი, ზ. (1963). კარსტული მღვიმე ორთვალაკლდე: [საჩხერის რ-ში, სოფ. პერევის სამხრეთით]. საქართვ. სსრ გეოგრ. საზ-ბის შრომები, თბ., ტ. 6, გვ. 139-145; Тинтилозов, З. (1976). Анакопийская пропасть: (Опыт комплексной спелеологической характеристики). Ин-т географии, Тб.; Тинтилозов, З. (1976). Карстовые пещерыГрузин (Морфологический анализ). Тб.; ტინტილოზოვი, ზ. (1976). საქართველოს კარსტული მღვიმეების კლიმატის შესახებ:საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები. თბ., ტ. 6, გვ. 23-35; ჭეიშვილი, ო. (1977). მოკლე გეოგრაფიული ცნობარი. თბ.; ქართული ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985, გვ.721; კვერენჩხილაძე, რ. (1988). მიწისქვეშეთის მკვლევარი. გაზ. თბილისი; კიკნაძე, თ., ჯაოშვილი, ვ., უკლება, დ. (1989). იდუმალი სამყაროს მკვლევარი. გაზ. კომუნისტი, 5.I; სეფერთელაძე, ზ., ბონდირევი, ი., მარგველანი, გ., ლომინაძე, გ. (2003). სამობლო ხელისგულზე - კარსტული მღვიმიდან მყინვარწვერამდე. გაზ.: საქართველოს რესპუბლიკა; ტატაშიძე, ზ. (თანაავტორი). (2000). სტიქიური ბუნებრივი მოვლენები: საქართვ. გეოგრ., ნაწ. 1. საქართვ. მეცნ. აკად, გეოგ. ინ-ტი, თბ., გვ.69-90, ISBN 9992883545; ტატაშიძე, ზ. (თანაავტორი). (2003). საქართველოს უღრმესი კარსტული უფსკრულები (წინასწარი მონაცემები): [გაგრის, ბზიფის და წყალტუბოს კირქვულ მასივებზე განლაგებული მღვიმური სისტემები]: თსუ-ის შრომები, გეოგრაფია. გეოლოგია, ტ. 355, გვ.162-170; ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 239-240, ISBN 9992806982; ბოლაშვილი, ნ., გორდეზიანი, თ., დავითაია, ე., დონაძე, ც., ელიზბარაშვილი, ნ., ლაღიძე, ლ., მაჭავარიანი, ლ., მგალობლიშვილი, ქ., ნანობაშვილი, თ., ნიკოლაიშვილი, დ., სალუქვაძე, ე., სართანია, დ., სეფერთელაძე, ზ., ტრაპაიძე, ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. უნ-ტის გამ-ბა, გვ. 37, ISBN 9789941133640.