თათარიშვილი მაია ზაურის ასული (06.VII.1972, თბილისი). ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. კანდ. (2006). თ. მ. დაამთავრა თბილ. 161-ე საშ. სკოლა (1989), ჩაირიცხა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ზე, რ-იც დაამთავრა არაორგანული ქიმიის სპეციალობით (1993). თსუ-ში დაიცვა საკანდ. დისერტაცია (2006), სპეციალობით - ბიოორგანული ქიმია, თემაზე: „ნახშირწყლების ბრომ და დეზოქსი-წარმოებულების სინთეზი და კვლევა“. მუშაობდა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ზე ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე სასწ. ლაბორანტად (1994-2006); ბიოორგანული ქიმიის კათედრის უფ. ლაბორანტი (2007-დან) და მოწვეული პედაგოგი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამებზე (2020-დან). თ. მ.-ს ხელმძღვანელობით დაცულია საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომები. მონაწილეობდა საერთაშ. და რესპუბ. კონფ-ებში. სხვადასხვა წლებში წაკითხული აქვს ლექციები, ატარებდა სემინარულ და ლაბორ. მეცადინეობებს. ბაკალავრიატი-პროგრამა „ქიმია“ : ბიოლ. ქიმია (ლაბ-ია),: ფარმაცევტული ქიმია 1 (ლაბ-ია); სამედ. ქიმია (სემინარი) თსუ-ის მედიცინის ფაკ-ზე; მაგისტრატურა - პროგრამა „ქიმია“, მოდული „ბიოორგანული და ფარმაცევტული ქიმია“-„ეკოტოქსიკოლოგიის საფუძვლები“ (ლექცია, სემინარი); “ბიოორგანულ ნაერთთა კვლევის მეთოდები“. (ლექცია, სემინარი); „კვების პროდუქტთა ქიმია“(ლექცია, სემინარი). თ. მ.-ს სამეცნ. ინტერესს წარმოადგენდა: შეესწავლა ტოლუოლის შემცველი გლუკო (გალაქტო) პირანოზილამინების კონდენსაციის რეაქციები ტრიფენილქლორ-სილანთან, ტრიმეთილქლორსილანთან და ტრიფენილქლორმეთანთან. რეაქციის პირობების დადგენა და კატალიზატორის შერჩევა. ასევე შეისწავლა მონოსაქარიდების ალილწარმოებულების ურთიერთქმედების რეაქციები 2-ბრომპროპიონის მჟავას ეთილის ეთერთან. დაადგინა რეაქციის მექანიზმი.
თხზ.: Татаришвили, М. (თანაავტორი). (2006). Синтез 2-дезокси-L-глюкозы. GEN . N 1 , с. 255-257; Tatarishvili, M. (თანაავტორი). (2011). Synthesis of Nitroso Group Containing N-Glycosides. GeoHet- 2011. 2ND International Conference On Organic Chemistry “ Advances in Heterocyclic Chemistry “ p.149-150; Tatarishvili, M. (თანაავტორი). (2012). Synthesis of Nitroso Group Containing N-Glucosides. Proceedings of The Georgian National Academy of Sciences. Chemical Series. 38(1), 25-29, Impact factor 0.27; Tatarishvili, M. (თანაავტორი). (2023). Synthesis of Silicom containing N-Glucosilamines. ISC CHTAB International Scientific Conference "Chemical and technological aspects of biopolymers". 6-8 July. p. 20.